Logo pmcg

გამოცემა 62: მშენებლობა - I-III კვარტალი, 2015

22-Dec-2015
მშენებლობა - I-III კვარტალი, 2015
გამოცემა  #62 / 22.12.2015

 

2015 წლის პირველ სამ კვარტალში, მშენებლობის სექტორის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა.

ამ პერიოდში, 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც მშენებლობის სექტორში პროდუქციის გამოშვება (22.5%-ით) და ბრუნვა (30.8%-ით), ასევე ამ სექტორზე გაცემული სესხების მოცულობაც (35.8%-ით).

2015 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა ჩემოუვარდება (47.5%-ით) წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

1         წყარო: საქსტატი

 







2015 წლის პირველ სამ კვარტალში მშენებლობის სექტორში შექმნილი პროდუქცია 16.5%-ით არის გაზრდილი 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 115.4 მლნ. ლარს შეადგენს. ზრდა აღინიშნება როგორც პირველ (19.8%), ასევე მეორე (15.6%) და მესამე (15.4%) კვარტლებში.

 






2015 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორში პროდუქციის გამოშვების მოცულობა 22.5%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით და 2 961.6 მლნ. ლარს შეადგენს.
ზრდა ფიქსირდება სამივე კვარტალში. მშენებლობაში პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა საწარმოების ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი (80.7%), საშუალო (11.1%) და მცირე (8.2%).

აღნიშნულ პერიოდში, ასევე გაზრდილია მშენებლობის სექტორის ბრუნვის მოცულობაც (30.8%-ით) და 2 892.3 მლნ. ლარს უტოლდება. პროდუქციის ბრუნვაში წილი საწარმოების ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი (81.5%), საშუალო (10.8%) და მცირე (7.6%).

 

2         წყარო:საქსტატი        

3    წყარო: საქსტატი

 






2015 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყანაში განხორციელებული მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (56.1%) შემდეგ, მშენებლობის სექტორზე მოდის (11.0%). თუმცა ეს წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს ჩამოუვარდება (6.3% პუნქტი).

მშენებლობის სექტორში განხორცილებული ინვესტიციების მოცულობა, 2014 წლის შესაბამის მაჩვენებლთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული (47.5%), რაც ამ პერიოდში მთლიანი ინვესტიციების მოცულობის შემცირებითაა (17.3%) გამოწვეული. კლება ფიქსირდება მეორე (20.1%-ით) და მესამე (3-ჯერ) კვარტლებში, ხოლო პირველ კვარტალში ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია (27.5-ჯერ).

 





2015 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მშენებლობის დარგზე გაცემული სესხები (540.7 მლნ. ლარი) კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დარგებზე, ეროვნული და უცხოური ვალუტით, გაცემული სესხების 7.0%-ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი მცირედითაა შემცირებული (0.1% პუნქტი) 2014 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ამ პერიოდში, მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხები 35.8%-ით გაიზარდა 2014 წლის ოქტომბრის მაჩვენებელთან შედარებით. ზრდა აღინიშნება ყველა თვეში, მათ შორის სესხების მოცულობა ყველაზე მეტად გაზრდილია აგვისტოში (25.3%), სექტემბერსა (28.3%) და ოქტომბერში (35.8%).

 

 

4        წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

5        წყარო: საქსტატი

 





2012-2014 წლებში მშენებლობის დარგში გამოშვების ზრდა დადებითად აისახა, როგორც ამ დარგში დასაქმებულთა რაოდენობაზე, ასევე, ამ დარგში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე.

2015 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 10.7% მშენებლობის სექტორზე მოდის. 2015 წლის მესამე კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობაში დასაქმებულია 60.8 ათასი კაცი, რაც 6.8%-ით (3.9 ათასი კაცი) აღემატება 2014 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2015 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის მოცულობაც გაზრდილია, როგორც 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელთან (238.8 ლარით), ასევე, 2015 წლის მეორე კვარტალთან შედარებით (76.1 ლარით) და 1 421.9 ლარს შეადგენს.

   





2014 წელს, მშენებლობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობების მიხედვით რეგიონების პირველი ხუთეულს წარმოადგენს: თბილისი (59.9%), აჭარა (15.0%), იმერეთი (6.2%), ქვემო ქართლი (4.2%) და სამეგრელო-ზემო-სვანეთი (3.9%).

ამ პერიოდში, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა რეგიონებიდან გაიზარდა აჭარაში (16.1%), შიდა ქართლში (13.1%), იმერეთში (8.8%), თბილისსა (2.0%) და ქვემო ქართლში (0.7%), ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში (23.3%), კახეთში (19.9%), სამცხე-ჯავახეთში (7.7%), მცხეთა-მთიანეთში (6.2%), გურიასა (4.8%) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (0.7%) შემცირდა.

 
 

6          წყარო: საქსტატი

7

            წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი  
                            საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     საპროგნოზო*
                            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

FooterIMG 

Developed by LLC FENOM