Logo pmcg

გამოცემა 69: მთლიანი შიდა პროდუქტი - 2015

05-Apr-2016
მთლიანი შიდა პროდუქტი - 2015
გამოცემა  #69 / 05.04.2016


2015 წელს, წინასწარი შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) ზრდამ 2.8% შეადგინა.

ამ პერიოდში, შექმნილი პროდუქციის თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილ სექტორებს ვაჭრობა (16.6%) და მრეწველობა (16.5%) წარმოადგენს, თუმცა აღნიშნული სექტორების მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია (ვაჭრობა -0.3%, მრეწველობა -1.1%). 2015 წელს, ყველაზე დიდი ზრდა (15.2%) მშენებლობის სექტორში აღინიშნება.

1       წყარო: საქსტატი

 





წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, 2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელმა გასული ხუთი წლის მინიმუმს მიაღწია და 2.8%-ს გაუტოლდა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით მნიშვნელობანი შემცირებაა (-1.8 პროცენტული პუნქტი). თუმცა გასათვალისწინებელია რეგიონში არსებული მდგომარეობაც: საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2015 წელს, რეგიონში ეკონომიკური ზრდის 2 პროცენტული პუნქტით შემცირება იყო მოსალოდნელი.

მშპ-ს რეალურმა ზრდამ 2015 წლის პირველ კვარტლში 3.2%, მეორე და მესამე კვარტლებში - 2.5%, ხოლო მეოთხე კვარტალში - 2.9% შეადგინა.

2015 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა სექტორების მიხედვით წინა წლის სტრუქტურის მსგავსია. ამ პერიოდში, ქვეყანაში შექმნილი დამატებითი ღირებულების 16.6% ვაჭრობის, 16.5% - მრეწველობის, 10.7% - ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, 9.3% - სახელმწიფო მმართველობის, 9.2% - სოფლის მეურნეობის, 8.0% - მშენებლობის, 6.6% - უძრავი ქონების, 6.2% - ჯანდაცვის, 5.4% - კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების, ხოლო 4.9% განათლების სექტორზე მოდის.

აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში, პროდუქციის რეალური ზრდა ფიქსირდება ყველა სექტორში გარდა ვაჭრობისა (-0.3%) და მრეწველობისა (-1.1%), რომელთაც რეალური მშპ-ს ფორმირებაში წილის სიდიდის მიხედვით პირველი (ვაჭრობა - 16.6%) და მეორე (მრეწველობა - 16.5%) ადგილი დაიკავეს. ყველაზე მაღალი ზრდა ფიქსირდება მშენებლობის (15.2%), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების (7.1%) და უძრავი ქონების (6.1%) სექტორებში.

2

 

3

                                                                                                                                                           წყარო: საქსტატი

2015 წელს, მრეწველობის სექტორში შექმნილმა პროდუქციამ 3 752 მლნ. ლარის ღირებულება შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 1.1%-ით ჩამორჩება. პროდუქცია შემცირებულია 2015 წლის ოთხივე კვარტალში, თუმცა ყველაზე მეტად მრეწველობის სექტორი შემცირდა მესამე კვარტალში (-2.5%; 24.2 მლნ. ლარი).

ამავე პერიოდში, ბიზნეს სექტორის მონაცემებზე დაყრდნობით, მრეწველობის სექტორში შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც (- 8 322 კაცი), თუმცა მათი საშუალოთვიური ანაზღაურება 11.8%-ით გაიზარდა და 896 ლარს გაუტოლდა.

4

 

5

                                                                                                                                                        წყარო: საქსტატი

2015 წლის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორის მიერ შექმნილი დამატებითი ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატება (15.2%-ით) 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ზრდა ფიქსირდება ოთხივე კვარტალში, მათ შორის, ყველაზე აქტიური იყო მესამე კვარტალი, რომელზეც, 2015 წელს მშენებლობის სექტორის მიერ შექმნილი დამატებული ღირებულების 31.6% მოდის.

6

 

7

                                                                                                                                                         წყარო: საქსტატი

2015 წელს, წინა წელთან შედარებით, ბიზნეს სტატისტიკის მონაცემებზე დაყრდნობით, გაზრდილი გააქტიურების მიუხედავად მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვანად შემცირდა (- 7 842 კაცი), თუმცა, მათი საშუალოთვიური ანაზღაურება 42.7%-ით არის გაზრდილი და 1 352 ლარს შეადგენს.

8

       

            წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი  
                            საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     წინასწარი*
                            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                          

Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM