Logo pmcg

გამოცემა 73: ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები

15-Jun-2016
ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები
გამოცემა  #73 / 15.06.2016

 

2016 წლის 15 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.132 ლარია, რაც 2016 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს (2.498 ლარი) 17.2%-ით ჩამოუვარდება.


აღნიშნული ბიულეტენი მიმოიხილავს იმ ძირითადი ინდიკატორების დინამიკას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებასა და ქვეყნიდან მის გადინებას, შესაბამისად, დიდ როლს თამაშობენ გაცვლითი კურსის სიდიდის ფორმირებაში, ეს ინდიკატორებია: საგარეო ვაჭრობა (ექსპორტი და იმპორტი), ფულადი გზავნილები, ქვეყანაში შემოსული ტურისტების რაოდენობა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, ადგილობრივი სესხები უცხოურ ვალუტაში და მათი მომსახურება.

1             წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 



2015 წელს, ლარის გაცვლითი კურსი როგორც აშშ დოლარის, ასევე ევროს მიმართ დაეცა. 2015 წლის 1 იანვრიდან, 2016 წლის 1 იანვრამდე, ლარი ჯამში 27%-ით გაუფასურდა აშშ დოლარის მიმართ, ხოლო 14%-ით ევროს მიმართ.

2016 წელს, გაუფასურების ტენდენცია ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო და 28 იანვარს 1 დოლარის ღირებულებამ მაქსიმალურ მაჩვენებელს (2.4985 ლარს) მიაღწია. მარტის თვიდან ლარმა გამყარება დაიწყო და 2016 წლის მაისში დოლარის მიმართ 0.09 ერთეულით (3.8%-ით) გამყარდა, ხოლო 2015 წლის მაისთან შედარებით - 0.14 ერთეულით (5.9%-ით).

მსგავსი ტრენდი ახასიათებს ლარის გაცვლით კურსს ევროსთან მიმართებაშიც. 2016 წლის 13 მარტს, 1 ევროს მაქსიმალურმა მაჩვენებელმა 2.8003 ლარი შეადგინა, რის შემდეგაც ფიქსირდება შემცირება. 2016 წლის მაისის თვის განმავლობაში, ლარი ევროს მიმართ 0.14 ერთეულით (5.6%-ით) გამყარდა, ხოლო 2015 წლის მაისთან შედარებით - 0.13 ერთეულით (4.8%-ით).


ლარის გამყარების გამომწვევი მიზეზები გაანალიზებულია ბიულეტენის დარჩენილ ნაწილში.




2016 წლის პირველი ოთხი თვის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წინასწარი მონაცემებით, საქონლის რეგისტრირებული ექსპორტი 11.7%-ით (80.6 მლნ აშშ დოლარი), ხოლო იმპორტი 12.6%-ით (295.8 მლნ აშშ დოლარი) * არის შემცირებული. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსი 215.2 მლნ აშშ დოლარით (13%-ით) გაუმჯობესდა.



*  აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს C ჰეპატიტის სამკურნალო წამლებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყანას კანადისგან და ირლანდიისგან საჩუქრად გადაეცა, ე.ი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება არ მომხდარა.  თუ წამლების ღირებულებას (628.2 მლნ აშშ დოლარი) გავითვალისწინებთ როგორც იმპორტის ნაწილს, მაშინ აღნიშნულ პერიოდში, იმპორტის მოცულობა 2679 მლნ აშშ დოლარია და 2015 წლის იანვარი-აპრილის პერიოდთან შედარებით 14.2%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, სავაჭრო ბალანსი 413 მლნ აშშ დოლარით (25%-ით) არის გაუარესებული.

 



 

 

2           წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

3
           წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი                                     

 






2016 წლის იანვარი-მაისის პერიოდში, უცხოეთიდან ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობა 424.8 მლნ აშშ დოლარია, რაც მხოლოდ 3%-ით ჩამოუვარდება 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ფულადი გზავნილების 32.4% რუსეთიდან, 11.7% საბერძნეთიდან, 11.3% იტალიიდან, 10.8% აშშ-დან, 7.4% თურქეთიდან და 26.4% დანარჩენი ქვეყნებიდან შემოვიდა. გზავნილები შემცირებულია ძირითადად რუსეთიდან (-16%), საბერძნეთიდან (-28%) და აზერბაიჯანიდან (-28%), ხოლო გაზრდილია აშშ-დან (19%), ისრაელიდან (78%), იტალიიდან (9%) და ერაყიდან (3-ჯერ).

 

 





ქვეყანაში უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების ვიზიტების (ტურისტების) რაოდენობა.

2016 წლის იანვარი-მაისის პერიოდში საქართველოს 2,051,518 ვიზიტორი ესტუმრა, რაც 10.5%-ით (216 ათასი კაცით) აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2015 წლის მდგომარეობით, ჯამში, სერვისების ექსპორტის მოცულობა 3,133 მლნ აშშ დოლარია, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 3.8%-ით (114.7 მლნ აშშ დოლარი) არის გაზრდილი.

 

4
            წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

5
        წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 








2016 წლის პირველ კვარტალში, წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 376.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 103.2%-ით აღემატება 2015 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.





ბაზარზე უცხოური ვალუტის მიწოდების ერთ-ერთი წყარო კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებია. აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა მოკლევადიან პერიოდში ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გამყარებას, ხოლო სესხის მომსახურებისას კი პირიქით, გაუფასურებას.


2015 წლის თებერვლიდან კომერციული ბანკების მიერ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობები ყოველთვიურად მცირდებოდა. ასევე, შემცირებულია საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობებიც, შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში შემცირდა უცხოური ვალუტის სესხების მომსახურების მოცულობაც, რაც უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შემცირებას ნიშნავს.

  6
           წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

7

       

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     წინასწარი*
                             საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                             საქართველოს ეროვნული ბანკი
                             საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია


                              

Footer MayaGrigolia 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Developed by LLC FENOM