Logo pmcg

გამოცემა 74: პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - I კვარტალი, 2016

17-Jun-2016
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - I კვარტალი, 2016
გამოცემა  #74 / 17.06.2016

 

2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემებით:

  • საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 103%-ით გაიზარდა 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით და 376.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
  • განხორციელებული ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი (63%) კვლავ თბილისზე მოდის.
  • უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების პირველ სამეულს წარმოადგენს: აზერბაიჯანი (36.4%), თურქეთი (15%) და გაერთიანებული სამეფო (11.7%).
  • ინვესტორებისთვის ეკონომიკის ყველაზე მიმზიდველი სექტორებია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (53.2%), საფინანსო სექტორი (15.3%) და ენერგეტიკა (10.6%).

1            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 






2016 წლის პირველ კვარტალში, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, ქვეყანაში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად, 103.2%-ით (191 მლნ აშშ დოლარი), არის გაზრდილი 2015 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით და 376.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.


2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, უმსხვილეს ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: აზერბაიჯანი (36.4%; 137 მლნ აშშ დოლარი), თურქეთი (15%; 57 მლნ აშშ დოლარი), გაერთიანებული სამეფო (11.7%; 44 მლნ აშშ დოლარი), კორეა (8.5%; 32 მლნ აშშ დოლარი) და ნიდერლანდები (5.7%; 22 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება 2015 წლის შესაბამისი პერიოდის სტრუქტურისგან, რომელშიც ხუთეულში შედიოდა რუსეთი (17%; 23 მლნ აშშ დოლარი) და დანია (12%; 21 მლნ აშშ დოლარი), ხოლო არ შედიოდა გაერთიანებული სამეფო და კორეა.

2

 

3

                                                                                                                    წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2016 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანიდან (132%), თურქეთიდან (113%), გაერთიანებული სამეფოდან (254%) და კორეიდან, ხოლო ნიდერლანდებიდან შემცირდა (-32%). საინტერესოა, რომ ამ პერიოდში კორეამ საქართველოში პირველად განახორციელა  ამ ოდენობის ინვესტიცია (2015 წლის პირველი კვარტალი - მხოლოდ 0.1 მლნ აშშ დოლარი, 2016 წლის პირველი კვარტალი - 32.1 მლნ აშშ დოლარი).

4

 

5

                                                                                                                       წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2016 წლის პირველ კვარტალში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (53.2%; 200 მლნ აშშ დოლარი), საფინანსო სექტორი (15.3%; 58 მლნ აშშ დოლარი), ენერგეტიკა (10.6%; 40 მლნ აშშ დოლარი), უძრავი ქონება (5.8%; 22 მლნ აშშ დოლარი), მშენებლობა (5.1%; 19 მლნ აშშ დოლარი) და დანარჩენი სექტორები (10%; 38 მლნ აშშ დოლარი). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება 2015 წლის პირველი კვარტლის სტრუქტურისგან, როდესაც პირველ ხუთეულში საფინანსო სექტორისა და უძრავი ქონების ნაცვლად შედიოდა სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი და სასტუმროები და რესტორნები 10% და 9%-იანი წილით, შესაბამისად.

2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, გაზრდილია განხორციელებული ინვესტიციების რაოდენობა ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (37%), ენერგეტიკის (92%) საფინანსო (14-ჯერ) და უძრავი ქონების (216%) სექტორებში, ხოლო შემცირებულია მშენებლობის სექტორში (-22%).

6

 

7        

                                                                                                                    წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები კიდევ უფრო მეტად არის კონცენტრირებული თბილისში. 2016 წლის პირველ კვარტალში, ჯამური ინვესტიციების 63% მოვიდა თბილისზე (2015 წლის პირველი კვარტალი - 47%). გაზრდილია არა მარტო აღნიშნული წილი, არამედ თბილისში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაც. ამ პერიოდში, თბილისში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 78%-ით გაიზარდა.


აღსანიშნავია, რომ 2016 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, თბილისის შემდეგ, ინვესტორებისთვის ყველაზე მიმზიდველი რეგიონებია აჭარა (18%), სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია (15%) და სამცხე-ჯავახეთი (4%).

ამ პერიოდში, ინვესტიციების მოცულობა ყველაზე მეტად გაზრდილია აჭარაში (78%) და სამეგრელო-ზემო სვანეთსა და გურიაში (168%), ხოლო ყველაზე მეტად შემცირებულია ქვემო ქართლში (-99%).

7

       

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     წინასწარი*
                             საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                             საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Developed by LLC FENOM