Logo pmcg

გამოცემა 76: საშუალო ყოველთვიური შემოსავლები და ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე - 2015

18-Jul-2016
საშუალო ყოველთვიური შემოსავლები და ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე - 2015
გამოცემა  #76/ 18.07.2016

 

შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემებზე დაყრდნობით 2015 წელს 2014 წელთან შედარებით:

  • გაზრდილია შინამეურნეობის როგორც შემოსავლები (3.9%), ასევე ხარჯები (5.1%);
  • შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვანი წყარო კვლავ დაქირავებული შრომიდან მიღებული ანაზღაურებაა (მთლიანი შემოსავლების 38%);
  • შინამეურნობების მთლიანი ხარჯების 23% მოდის ყოველდღიური მოხმარების საქონლზე;
  • შინამეურნეობები თვეში საშუალოდ 180 ლარს ზოგავენ.

        1    წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 






2015 წლის მდგომარეობით შინამეურნეობის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი (ფულადი და არაფულადი სახსრები) 1,022 ლარით განისაზღვრა, რაც 3.9%-ით აღემატება 2014 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღნიშნულ პერიოდში, შემოსავლების ზრდის პარალელურად გაზრდილია შინამეურნეობის ხარჯებიც (5%) და 1,005 ლარს შეადგენს.

შემოსავლებისა და ხარჯების ზრდასთან ერთად 2015 წელს აგრეთვე გაზრდილია ფასები სამომხმარებლო პროდუქტებზე (4%), რაც იმას ნიშნავს, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით შინამეურნეობის მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

2015 წლის მდგომარეობით, შინამეურნეობის საშუალო ყოველთვიური შემოსავლების (1,022 ლარი) ძირითად წყაროს კვლავ დაქირავებული შრომიდან მიღებული ანაზღაურება წარმოადგენს (38%). საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შინამეურნეობების შემოსავლების მნიშვნელოვან კომპონენტს (14%) პენსიები, სტიპენდიები და დახმარებები შეადგენს, ხოლო შემოსავლის წყაროები, როგორიცაა თვითდასაქმება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაყიდვა, ჯამში მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 16%-ია. (2014 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 14.9% იყო), მაშინ როცა 2015 წლის მდგომარეობით, თვითდასაქმებულად ითვლება მთლიან დასაქმებულთა 57%.

2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საშუალო ყოველთვიური შემოსავლების სტრუქტურა ერთ შინამეურნეობაზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

2

 

3

                                                                                                                    წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წლის მდგომარეობით, მთლიანი ხარჯების დაახლოებით ერთი მეოთხედი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე მოდის, როგორიცაა სურსათი, სასმელი და თამბაქოს ნაწარმი, მაშინ როცა საოჯახო მოხმარების საქონელზე (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა გრძელვადიანი მოხმარების ნივთები) იხარჯება მთლიანი ხარჯების მხოლოდ 3%. ამასთან, ხარჯების მნიშნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვაზე (8%), სათბობსა და ელ.ენერგიაზე (8%), ტრანსპორტსა (7%) და ტრანსფერებზე (4%). საინტერესოა ის ფაქტიც, რომ შინამეურნეობები საშუალოდ ყოველთვიურიად ზოგავენ შემოსავლების 18%-ს, რაც დაახლოებით 180 ლარს შეადგენს.


2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, საშუალო ყოველთვიური ხარჯების სტრუქტურა ერთ შინამეურნებობაზე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

 






2007-15 წლების პერიოდში სამეწარმეო და არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება ზრდადი ტენდენციით ხასითდება. 2015 წლის მდგომარეობით, არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება გაზრდილია (6.6%) და 906 ლარს შეადგენს. ასევე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (14%) არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება და 950 ლარს უტოლდება.


2008 წლიდან მოყოლებული უმეტეს შემთხვევებში არასამეწარმეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება აღემატებოდა სამეწამრეო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიურ ხელფასს, თუმცა, 2015 წელს სამეწარმეო სექტორში დასაქმებულთა უფრო მაღალი საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება დაფიქსირდა.

 

 


4       წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


2015 წელს დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება გაზრდილია სამეწარმეო სფეროს** ყველა დარგში. მათ შორის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება მეთევზეობის (29.3%), განათლების (17.8%), ჯანდაცვის (16.5%), უძრავი ქონებისა (14.6%) და მშენებლობის დარგებში (16.1%). მიუხედავად მნიშვნელოვანი ზრდისა, განათლება ისევ რჩება ყველაზე დაბალანაზღაურებად სფეროდ (486 ლარი). სამეწარმეო სფეროში კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებადი საქმიანობა მშენებლობაა (1,352 ლარი). 
 

5

 

6

                                                                                                                   წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2015 წელს არასამეწარმეო სფეროს*** დარგებიდან სოფლის მეურნეობა იყო ერთადერთი, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება არ გაზრდილა. საფინანსო საქმიანობა რჩება ყველაზე მაღალანაზღაურებად დარგად არა მხოლოდ არასამეწარმეო, არამედ ყველა დარგს შორის. 2015 წელს საფინანსო სფეროში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური ანაზღაურება გაზრდილია (6.0%) და 1,690 ლარს შეადგენს. აღნიშნულ კატეგორიაშიც განათლება კვლავ ყველაზე ნაკლებად ანაზღაურებადი საქმიანობაა.



 

**   იურიდიული პირი, რომლის მიზანია სამეწარმეო საქმიანობა და მოგების მიღება.
*** ორგანიზაცია, რომლის მიზანი არ არის სამეწარმეო საქმიანობა და მისი ფუნქციონირების ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი არ არის მატერიალური მოგების მიღება.
 

7

       

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     *წინასწარი
                             საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                             საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Developed by LLC FENOM