Logo pmcg

გამოცემა 80: ბიზნეს სექტორი - I - II კვარტალი, 2016

19-Sep-2016
ბიზნეს სექტორი - I - II კვარტალი, 2016
გამოცემა  #80/ 19.09.2016


2016 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

• მნიშვნელოვნადაა გაზრდილი როგორც ბიზნეს სექტორის მთლიანი გამოშვება (10.8%), ასევე ბრუნვა (13.0%).

• ასევე გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (5.8%, 32.4 ათასი კაცით) და დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (5.9%, 53.3 ლარით).

 

1

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

2

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

2016 წლის პირველ ნახევარში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის მთლიანი გამოშვება მნიშვნელოვნად გაზრდილია (10.8%). აღნიშნული ზრდა მეტწილად გამოწვეულია გამოშვების გაზრდით ისეთ დარგებში, როგორიცაა მშენებლობა (44.5%, 768.9 მლნ.ლარი), ჯანდაცვა და სოციალური დახმარება (68.7%, 274 მლნ.ლარი), სასტუმროები და რესტორნები  (30.8%, 125.7 მლნ. ლარი) და ოპერაციები უძრავი ქონებით (10.3%, 108.6 მლნ.ლარი). თუმცა აღსანიშნავია, რომ შემცირებულია გამოშვება კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორში (-44.7%, -382 მლნ.ლარი), რამაც მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა (-3.0 პროცენტული პუნქტი) მოახდინა მთლიანი გამოშვების ზრდაზე (10.8%).

 

2016 წლის პირველ ნახევარში, აგრეთვე გაზრდილია ბიზნეს სექტორის ბრუნვა (13.0%, 3.1 მლრდ. ლარი). აღნიშნულ პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვასა და გამოშვებას შორის სხვაობამ 13.0 მლრდ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2015 წლის შესაბამის პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი 11.3 მლრდ. ლარი იყო. აღნიშნული მიუთითებს 2016 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის გააქტიურებაზე.

 

 

3

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

4

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


2016 წლის პირველ ორ კვარტალში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში გაზრდილია დასაქმებულთა რაოდენობა (5.8%, 32.4 ათასი კაცი). აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა ზრდა დაფიქსირდა ბიზნეს სექტორის ყველა დარგში, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა ვაჭრობაში (10.7%, 14.6 ათასი კაცი), მრეწველობასა (3.3%, 3.5 ათასი კაცი) და ჯანდაცვა და სოციალურ დახმარებაში (6.1%, 3.5 ათასი კაცი). გამოშვება შემცირებულია კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების სექტორში, თუმცა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი დასაქმებულთა რაოდენობა (17.1%, 4.3 ათასი კაცი).

2016 წლის პირველი ორი კვარტლის მდგომარეობით ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 67.7% თბილისზე მოდის. აღნიშნულ პერიოდში, თბილისში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (4.8%, 17.3 ათასი კაცი). დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია საქართველოს ყველა რეგიონში. მათ შორის ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია იმერეთში (7.6%, 2.9 ათასი კაცი), აჭარაში (6.9%, 3.5 ათასი კაცი), კახეთსა (6.7%, 1.1 ათასი კაცი) და ქვემო ქართლში (3.2%, 1.0 ათასი კაცი).

5

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


2016 წლის პირველ ორ კვარტალში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია (5.9%, 53.3 ლარი). საინტერესოა, რომ საშუალო თვიური ანაზღაურება გაზრდილია ბიზნეს სექტორის ყველა დარგში, გარდა შემდეგისა - ოპერაციები უძრავი ქონებით. ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მშენებლობაში (13.0%, 159.7 ლარი), თევზჭერასა (22.7%, 151.9 ლარი) და სასტუმროებსა და რესტორნებში (19.2%, 108.8 ლარი).
 

2016 წლის პირველ ორ კვარტალში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ანაზღაურება თბილისში ფიქსირდება (1037 ლარი). აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება გაზრდილია საქართველოს ყველა რეგიონში გარდა მცხეთა-მთაიანეთის, შიდა ქართლის, რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთისა. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა აჭარაში (13.9%, 118 ლარი), იმერეთში (12.2%, 72 ლარი), სამცხე-ჯავახეთსა (11.4%, 66 ლარი) და გურიაში (11.9%, 64 ლარი).

7

 

წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

 

 

 

2016 წლის პირველ ნახევარში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დარეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა გაზრდილია (1.9%, 454 ერთეული) და ჯამში 23 888 ერთეულს შეადგენს.

დასკვნისათვის, 2016 წლის პირველ ორ კვარტალში ბიზნეს სექტორის მდგომარეობა ყველა ჭრილში გაუმჯობესებულია. მათ შორის: პროდუქციის გამოშვება, დასაქმება, დასაქმებულთა ანაზღაურება და რეგისტრაცია. აღნიშნული მაჩვენებლები გაუმჯობესდა ყველა რეგიონში და თითქმის ყველა სექტორში.

 

8

       

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     *წინასწარი
                             საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                             საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Developed by LLC FENOM