Logo pmcg

გამოცემა 83: ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები - I - III კვარტალი, 2016

28-Oct-2016
ლარის გაცვლით კურსზე მოქმედი საგარეო ფაქტორები - I - III კვარტალი, 2016
გამოცემა  #83/ 28.10.2016

 2016 წლის მესამე კვარტალში 2015 წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით:

• ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 0.12%-ით არის გამყარებული;
• სავაჭრო სალდო გაუარესებულია (5.7%, 73.2 მლნ.დოლარი);
• ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია (16.1%, 42.4 მლნ.დოლარი);
• ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია (3.9%, 84 ათასი კაცი).

 

1

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2016 წლის მესამე კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან  შედარებით, ლარი დოლართან მიმართებით საშუალოდ 0.12%-ით არის გამყარებული, ხოლო ევროსთან მიმართებაში 0.23%-იანი გაუფასურება აღინიშნება.


საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ პერიოდში, 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული (4.9%; 3.8%). ეს მეტწილად მეორე კვარტალში ლარის სეზონური გამყარებით აიხსნება.

აღნიშნულ ბიულეტინში მიმოვიხილავთ გაცვლით კურსზე მოქმედ ხუთ ფაქტორს:
1. საგარეო ვაჭრობა;

2.კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხები და მიღებული დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში;

3. საერთაშორისო ვიზიტორების დინამიკა;

4. ფულადი გზავნილების დინამიკა;

5. ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვა.

 


1. 2016 წლის მესამე კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის (0.1%, 0.6 მლნ.დოლარი), ასევე იმპორტის მოცულობა (40.0%, 810.1). თუმცა С ჰეპატიტის მედიკამენტების გამორიცხვით, რომელიც საქართველომ უსასყიდლოდ მიიღო, იმპორტის მოცულობა მხოლოდ 4.0% - ით არის გაზრდილი.


აღნიშნულის გათვალისწინებით, 2016 წლის მესამე კვარტალში უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 1.4 მლრდ.დოლარი შეადგინა, რაც 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს (73.2 მლნ.დოლარი) 5.7%-ით აღემატება.


სავაჭრო სალდოს გაუარესებამ ნეგატიური გავლენა იქონია ლარის გაცვლით კურსზე.

 

2

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

3

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

 

2. კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხებისა და მიღებული დეპოზიტების მოცულობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ლარის გაცვლით კურსზე.


2016 წლის მესამე კვარტალში კომერციული ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხების მოცულობა გაიზარდა აგვისტოსა (3.0%) და სექტემბერში (5.9%) წინა თვესთან შედარებით. გასხვავებულია სურათი დოლარში განთავსებული დეპოზიტების შემთხვევაში, 80%-იან ზრდას ივლისში მოყვა შემცირება როგორც აგვისტოში (-29%), ასევე სექტემბერში (-40%), წინა თვესთან შედარებით.


2016 წლის ივლისში ლარი გაუფასურდა (6.81%), ხოლო აგვისტოსა (-0.77%) და სექტემბერში (-0.32%) იგი მყარდებოდა, წინა თვესთან შედარებით.

 

 

 

     

4

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო

 

 

5

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

3. 2016 წლის მესამე კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია (3.9%, 84 ათასი კაცი).


ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობა ქვეყნაში ტურიზმის გაზრდასთან ასოცირდება, რაც დადებით გავლენას ახდენს ლარის გაცვლით კურსზე.

 

4. 2016 წლის მესამე კვარტალში, 2015 წლის მესამე კვარტალთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (16.1%, 42.4 მლნ.დოლარი). ზრდა ფიქსირდება როგორც ივლისში (10.3%, 9.4 მლნ.დოლარი), ასევე აგვისტოსა (25.3%, 21.4 მლნ.დოლარი) და სექტემბერში (13.1%, 11.6 მლნ.დოლარი).

აღსანიშნავია, რომ შემცირებულია ფულადი გზავნილები რუსეთიდან (-7.3%, 8.7 მლნ.დოლარი), რომელიც სიდიდით კვლავ უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნად რჩება ფულადი გზავნილების კუთხით (მთლიანი გზავნილების 35.7%). თუმცა, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი გზავნილები საბერძნეთიდან (2.7-ჯერ, 23.4 მლნ. დოლარი). გამომდინარე იქიდან, რომ საბერძნეთიდან გზავნილები უმეტესად ევროში ხორციელდება, აღნიშნული დადებითად აისახება ლარის ევროს მიმართ გაცვლით კურსზე.

6

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 


5. ლარის გაცვლითი კურსის რეგულირების მიზნით, 2016 წლის მესამე კვარტალში ეროვნულმა ბანკმა განახორციელა შემდეგი სავალუტო ოპერაციები, შეიძინა 20 მლნ.დოლარის ღირებულების უცხოური ვალუტა, ხოლო გაყიდა ჯამში 80 მლნ.დოლარის ვალუტა.

2016 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ოქტომბერში გაყიდა 100 მლნ. დოლარის ვალუტა, თუმცა ეროვნული ბანკი კიდევ ფლობს 2.5 მლრდ. დოლარის უცხოური ვალუტის რეზერვს.

 

7

       

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     *წინასწარი
                      საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                      საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM