Logo pmcg

გამოცემა 85: მშენებლობა - I - III კვარტალი, 2016

20-Dec-2016
მშენებლობა - I - III კვარტალი, 2016
გამოცემა  #85/ 23.12.2016

2016 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, 2015 წლის იმავე პერიოდთან შედარებით:

• მშენებლობის სექტორის მიერ გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაზრდილია 41.2%-ით და 4.2 მლრდ. ლარი შეადგინა;
• მშენებლობის სექტორში მოზიდული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია 21.8%-ით და $106 მლნ-ს შეადგენს;
• მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 3.1%-ით არის გაზრდილი და საშუალოდ 60.1 ათასს უტოლდება;
• მშენებლობის დარგში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიურმა შრომის ანაზღაურებამ 1,415 ლარი შეადგინა.

 

 11

 

  ბრუნვა
(მლნ ლარი)

გამოშვება
(მლნ ლარი)

    2014 (I-III)    2210.4   2418.0
    2015 (I-III)    2892.3   2961.6
    2016 (I-III)    3938.3   4183.2


წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

2016 წლის პირველ სამ კვარტალში მშენებლობის სექტორში გამოშვებული პროდუქციის მოცულობა 41.2%-ით (1.2 მლრდ ლარი) არის გაზრდილი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით და 4.2 მლრდ ლარს შეადგენს. ზრდა ფიქსირდება როგორც პირველ (44.6%), ასევე მეორე (44.3%) და მესამე (36.7%) კვარტლებში. მშენებლობაში პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა საწარმოების ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი - 82.5%, საშუალო - 10.9% და მცირე - 6.6%.

2016 წლის პირველ სამ კვარტალში აგრეთვე გაზრდილია მშენებლობის სექტორის ბრუნვა (36.2%, 1.1 მლრდ ლარი) და 3.9 მლრდ ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი იზრდებოდა სამივე კვარტალში (35.8%; 42.3%; 31.6% შესაბამისად).

 

 

 

 


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით:
*საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა აღემატება 100 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვა 1.5 მლნ ლარს.
**საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა მერყეობს 20-დან 100 კაცამდე, ხოლო ბრუნვის მოცულობა 0.5 მლნ ლარიდან 1.5 მლნ ლარამდე.
***საწარმო, სადაც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა არ აღემატება 20 კაცს ან საშუალო წლიური ბრუნვა 0.5 მლნ ლარს.

 

 

 


2016 წლის სამ კვარტალში, მშენებლობის სექტორზე ქვეყანაში განხორციელებული მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 8.2% მოდის ($106 მლნ) და მეოთხე ადგილს იკავებს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (40%), საფინანსო სექტორისა (13%) და ენერგეტიკის (10%) შემდეგ.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის სექტორში გაზრდილია 2016 წლის სამივე კვარტალში, შესაბამისად 6%, 64% და 19%-ით.

2016 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, მშენებლობის წილი მშპ-ში 7.3%-ს შეადგენს. 2016 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორის წილი მშპ-ში 1.2 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 6.8%-ს შეადგენს, მეორე კვარტალში - 0.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 6.7%-ს უტოლდება, ხოლო, მესამე კვარტალში მშენებლობის წილი უცვლელია და 8.2%-ს შეადგენს.

 

 22

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

 

 33

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2016 წლის პირველ სამ კვარტალში მშენებლობის სექტორზე ეროვნულ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა მთლიანად მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების 30% შეადგინა რამაც 2016 წლის სექტემბერში 26.8 მლნ ლარი შეადგინა. უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები მშენებლობაზე გაცემული მთლიანი სესხების 70%-ია რამაც სექტემბერში 53.4 მლნ ლარი შეადგინა.

2016 წლის პირველ კვარტალში, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ლარში გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია (3%, 0.4 მლნ ლარი), ხოლო მეორე და მესამე კვარტლებში შემცირდა შესაბამისად 15% (-4.2 მლნ ლარი) და 5% - ით (-1.4 მლნ ლარი).

2016 წლის სამივე კვარტალში გაზრდილია უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა, შესაბამისად 20% (6.2 მლნ ლარი), 77% (24.8 მლნ ლარი) და 79%-ით (26.5 მლნ ლარი).

2015 წლის აგვისტოდან შეინიშნება გაცვლითი კურსით კორექტირებული ჯამური სესხების მოცულობის მნიშვნელოვანი ზრდა. 2016 წლის სექტემბერში გაცვლითი კურსით კორექტირებული ჯამური სესხების ზრდამ 39.9% შეადგინა.

 

44

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო

 

55

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტო



2016 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობაში დასაქმებულია საშუალოდ 60.1 ათასი კაცი, რაც 3.1%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. მშენებლობის სექტორი რიგით მეხუთე დამსაქმებელია ბიზნეს სექტორში. მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის 10%-ს შეადგენს.

2016 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა საშუალო ყოველთვიური შრომის ანაზღაურება საშუალოდ 1,415 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 112 ლარით (9.5%) აღემატება. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურება იზრდებოდა სამივე კვარტალში (23%, 5%, 3%, შესაბამისად).

2016 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის უმსხვილი ინფრასტრუქტურული ხარჯებია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები (355.9 მლნ ლარი), რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (132.9 მლნ ლარი), წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია (100.6 მლნ ლარი), საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარება (66.3 მლნ ლარი), თავდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება (12.7 მლნ ლარი) და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია (6.7 მლნ ლარი).


2016 წლის 14 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მსხვილი ინფრასტრუქტურული მიმართულებები მოცემულია შემდეგ ცხრილში:

 

66
 

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო


2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე დაგეგმილია 849.2 მლნ ლარის დახარჯვა, რაც მთლიანი ბიუჯეტის 7.4%-ია. მათ შორის 58% (494.8 მლნ ლარი) დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებიდან, 1% (11.3 მლნ ლარი) გრანტებიდან, ხოლო 40% (343.1 მლნ ლარი) კრედიტით. ამ მიმართულებით 2016 წლის ბიუჯეტის გეგმასთან შედარებით იგეგმება ხარჯების ზრდა 61%-ით (322.6 მლნ ლარი).

2017 წელს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე დაგეგმილია 184 მლნ ლარის დახარჯვა, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 1.6%-ია. მათ შორის 23% (42.5 მლნ ლარი) დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებიდან, გრანტიდან - 5% (9.2 მლნ ლარი), ხოლო კრედიტით - 72% (132.4 მლნ ლარი). 2017 წელს, 2016 წლის საბიუჯეტო გეგმასთან შედარებით, ამ მიმართულებით 8%-ით (13.4 მლნ ლარი) მეტი დაიხარჯება.

2017 წელს რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე დაგეგმილია 176.2 მლნ ლარის დახარჯვა, რაც 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 1.5%-ს შეადგენს. მათ შორის 30% (53.1 მლნ ლარი) დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებიდან, 1% (1.0 მლნ ლარი) გრანტებით და 69% (122.1 მლნ ლარი) კრედიტით. 2017 წელს, 2016 წლის საბიუჯეტო გეგმასთან შედარებით, ამ მიმართულებით 25%-ით (-58.9 მლნ ლარი) ნაკლები დაიხარჯება.

77

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     *წინასწარი
                      საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                      საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM