Logo pmcg

გამოცემა 86: საბანკო სექტორი- I - III კვარტალი, 2016

10-Jan-2017
საბანკო სექტორი - I - III კვარტალი, 2016
გამოცემა  #86/ 11.01.2017

2016 წლის იანვარი-ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

• კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაზრდილია 25.1%-ით (114 მლნ. ლარი) და 567 მლნ. ლარს შეადგენს;
• გაზრდილია როგორც დეპოზიტების (9.4%), ასევე ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა (7.9%) (გაცვილითი კურსის გამორიცხვით);
• გაზრდილია მშენებლობის (2.8 პროცენტული პუქტით), ფინანსური შუამავლობისა (2.5 პროცენტული პუნქტით) და სასტუმროებისა და რესტორნების (3.0 პროცენტული პუნქტით) წილი მთლიან სესხებში.
• უმოქმედო სესხების გაზრდილია 9.5%, თუმცა აღნიშნული ზრდა მეტწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით არის გამოწვეული.

 

 

 1 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

 2წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი წარმოდგენილია 16 ბანკით. “თი ბი სი ბანკი” - სა და ბანკი რესპუბლიკას გაერთიანების შემდეგ, საბანკო სისტემის მთლიანი აქტივების 68% მოდის ორ უმსხვილეს ბანკზე: “თი ბი სი ბანკი” (35%) და “საქართველოს ბანკი” (33%). უმსხვილეს ბანკებში ასევე შედის ლიბერთი ბანკი 6%-ანი წილით და “ვი თი ბი ბანკი” 5%-ით.

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანმა წმინდა მოგებამ 567 მლნ. ლარი შეადგინა რაც 25.1% - ით (114 მლნ. ლარი) აღემატება 2015 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ გაზრდილია კომერციული ბანკების პროცენტული შემოსავლები (8.0%, 159 მლნ. ლარი) და ხარჯები (8.9%, 75 მლნ. ლარი), ხოლო მნიშვნელოვნადაა შემცირებული არაპროცენტული შემოსავლები (-28.9%, -337 მლნ. ლარი) და ხარჯები (-24.5%, -337 მლნ. ლარი). არასაპროცენტო ხარჯებისა და შემოსავლების შემცირება უმეტესად, ვალუტის კურსის გათვალისწინებით, სესხებისა და დეპოზიტების გადაფასების შედეგია.

 10193

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

 11838

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა* მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (9.4%). გაზრდილია როგორც ეროვნული ვალუტით (6.2%), ასევე უცხოური ვალუტით (10.9%) დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა.

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, 2015 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კომერციული ბანკების სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (7.9%). გაზრდილია როგორც ეროვნული ვალუტით (9.2%), ასევე უცხოური ვალუტით (7.2%) დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა.

 


* უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების შემთხვევაში მოხდა კორექტირება გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. საბაზისო წელი - წინა წლის შესაბამისი პერიოდი.

** უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების შემთხვევაში მოხდა კორექტირება გაცვლითი კურსის გათვალისწინებით. საბაზისო წელი - წინა წლის შესაბამისი პერიოდი.

 5

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

 

ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხებისა და დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები შედარებით დიდი მერყეობით ხასიათდება. 2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული  და უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა შემცირებულია (0.4 პროცენტული პუნქტი) და 9.3 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ეროვნული ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 18.1%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 8.8%-ს შეადგენს.

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნული  და უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთებს შორის სხვაობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული (-3.1 პროცენტული პუნქტი) და 4.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენს.ეროვნული ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ს, ხოლო უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების საშუალო საპროცენტო განაკვეთი 3.4%-ს შეადგენს.

 

 6

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

 7

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების სტრუქტურა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. შემცირებულია ვაჭრობისა (-1.6 პროცენტული პუქტით) და მრეწველობის (-2.2 პროცენტული პუნქტით) წილი მთლიან სესხებში, ხოლო მნიშვნელოვნადაა გაზრდილი მშენებლობის (2.8 პროცენტული პუქტით), ფინანსური შუამავლობისა (2.5 პროცენტული პუნქტით) და სასტუმროებისა და რესტორნების (3.0 პროცენტული პუქტით) წილი მთლიან სესხებში.

2016 წლის ნოემბრის მდგომარეობით, უმოქმედო სესხების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (9.5%, 119 მლნ. ლარი), თუმცა უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში შემცირებულია (-0.3 პროცენტული პუნქტით) და 7.7%-ს შეადგენს, რაც მეტწილად ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით აიხსნება. აღნიშნულ პერიოდში სპეციალური რეზერვები ფარავს უმოქმედო სესხების 51%-ს.

 

9

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     *წინასწარი
                      საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                      საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM