Logo pmcg

გამოცემა 87: ავტომობილებზე აქციზის გაანგარიშების ახალი წესი

17-Jan-2017
ავტომობილებზე აქციზის გაანგარიშების ახალი წესი
გამოცემა  #87  / 18.01.2017

ავტომობილზე აქციზის გადასახადი ავტომობილის გამოშვების წლის, ძრავის მოცულობისა (1.6; 1.8; 3.2) და საჭის მიხედვით

 

 

 

 

2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა კანონი ავტომობილზე აქციზის გადასახადის ახალი წესის შესახებ. მნიშვნელოვნად გაიზარდა აქციზის გადასახადი ავტომობილებზე რომლებიც გამოშვებულია 2005 წლამდე. კიდევ უფრო მეტად გაზრდილია აქციზის გადასახადი მარჯვენა საჭიან ავტომობილებზე და იგივე მონაცემების მარცხენა საჭიანი ავტომობილების აქციზის გადასახადს სამჯერ აღემატება.  საქართველოს ავტოპარკის სტრუქტურიდან გამომდინარე, ზემოთ მოცემული გრაფიკი გვიჩვენებს აქციზის გადასახადის მოცულობას 1.6, 1.8 და 3.2 ძრავის მოცულობის მქონე ავტომობილებზე. ახალი კანონის თანახმად აქციზის გადასახადი ყველაზე დაბალია 2011 წელს გამოშვებულ მანქანებზე.

დეტალური ინფორმაცია განბაჟების საფასურის შესახებ მოცემულია შემდეგ გრაფიკზე

 

ავტომობილის განბაჟების საფასური (აქციზი + საბაჟო მოსაკრებელი)

საქართველოს ავტოპარკის სტრუქტურა ავტომობილის გამოშვების წლის მიხედვით, 2015

 

2015 წლის ავტოპარკის სტრუქტურა გვიჩვენს, რომ საქართველოში ავტომობილების 91% 10 წელზე მეტი ხნისაა, მათ შორის 45% კი 20 წელზე ძველია.

 

საქართველოს ავტოპარკის სტრუქტურა ავტომობილების მოდელების მიხედვით, 2015
Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM