Logo pmcg

გამოცემა 88: საგარეო ვაჭრობა, 2016

31-Jan-2017
საგარეო ვაჭრობა, 2016
გამოცემა  #88/ 31.01.2017

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით:

• იმპორტის მოცულობა შემცირებულია 0.5%-ით*;
• ექსპორტის მოცულობა შემცირებულია 4.1%-ით, მათ შორის, რეექსპორტის მოცულობა შემცირებულია 19.6%-ით და მისი წილი მთლიან ექსპორტში 21.6%-ია;
• რუსეთი გახდა #1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტში, პირველად 2005 წლის შემდეგ;
• თურქეთი კვლავ #1 იმპორტიორი ქვეყანაა.

 

1 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

2016 წელს საქონლის რეგისტრირებული სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 1.4%-ით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 9 357 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.


ამ პერიოდში, შემცირებულია როგორც იმპორტის (-0.5%)*, ასევე ექსპორტის (-4.1%) მოცულობები და შესაბამისად, გაუარესებულია სავაჭრო სალდოც (-1.1%- ით).


2016 წელს უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს წარმოადგენს: სპილენძის მადნები (მთლიანი ექსპორტის - 14.7%, 312 მლნ აშშ დოლარი), თხილი (მთლიანი ექსპორტის - 8.5%, 179 მლნ აშშ დოლარი), ფეროშენადნობები (მთლიანი ექსპორტის - 8.0%, 169 მლნ აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (მთლიანი ექსპორტის - 7.9%, 167 მლნ აშშ დოლარი), ღვინო (მთლიანი ექსპორტის - 5.4%, 113 მლნ აშშ დოლარი).


აღსანიშნავია, რომ რამოდენიმე უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში მაღალია რეექსპორტის წილი. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის 96%-ს (159 მლნ აშშ დოლარი) რეექსპორტი შეადგენს, სამკურნალო საშუალებებში რეექსპორტის წილი 74%-ია (79 მლნ აშშ დოლარი), ხოლო სპირტსა და სპირტიან სასმელებში - 56% (52 მლნ აშშ დოლარი).

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, გაზრდილია სპირტი და სპირტიანი სასმელების (41.5%-ით), ოქროს (30.6%-ით), ღვინის (18.5%-ით), სპილენძის მადნებისა (15.2%-ით) და თხილის (1.3%-ით) ექსპორტი. თუმცა, მნიშვნელოვნად შემცირდა შემდეგი პროდუქტების ექსპორტი: სამკურნალო საშუალებები (-24.1%-ით), ფეროშენადნობები (-13.1%-ით), მსუბუქი ავტომობილები (-7.2%-ით).

2წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

21წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


2016 წელს შეცვლილია უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნების სტრუქტურა. 2005 წლის შემდეგ პირველად, რუსეთი გახდა #1 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა ექსპორტში და ექსპორტი რუსეთში 2015 წელთან შედარებით გაიზარდა 26.6%-ით (მთლიანი ექსპორტის 9.8%). ასევე, გაზრდილია ექსპორტი ჩინეთში (34.8%-ით) და მთლიანი ექსპორტის 8.0% შეადგენს. ამავდროულად, 36.3%-ით არის შემცირებული ექსპორტი აზერბაიჯანში, რაც ძირითადად გამოწვეულია მსუბუქი ავტომობილებისა (-44%) და მედიკამენტების (-48%) ექსპორტის შემცირებით. აზერბაიჯანის წილი მთლიან ექსპორტში 7.3%-ს შეადგენს და 2015 წელთან შედარებით უმსხილესი ექსპორტიორი ქვეყნის პოზიციიდან მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. ასევე, აღსანიშნავია ექსპორტის ზრდა შვეიცარიასა (165.1%) და გერმანიაში (12.5%), ხოლო შემცირება ბულგარეთში (-22.0%), სომხეთსა (16.4%) და თურქეთში (-7.1%).

უმსხვილეს რვა პარტნიორ ქვეყანაში ექსპორტის 20.7%-ს (245 მლნ აშშ დოლარი) რეექსპორტი შეადგენს. 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, რეექსპორტის მოცულობა აღნიშნულ ქვეყნებში შემცირებულია 26.7%-ით. განსაკუთრებით მაღალია რეექსპორტის წილი აზერბაიჯანში (63.4%), სომხეთსა (56.3%)  და შვეიცარიაში (39%).

2016 წელს რეექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში შეადგენს 21.6%-ს. მისი მოცულობა 19.6%-ით ნაკლებია 2015 წელთან შედარებით. რეექსპორტის 35%-ს მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, სამკურნალო საშუალებები - 17%-ს, სპირტი და სპირტიანი სასმელები - 11%-ს, საბურავები - 4%-ს, სიგარები -2%-ს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა შემცირებული სამკურნალო საშუალებებისა (-30.7%) და მსუბუქი ავტომობილების (-7.5%) რეექსპორტი, რაც მთლიანად რეექსპორტის მოცულობის შემცირებაზეც აისახა.


* აღნიშნული მაჩვენებელი არ მოიცავს C ჰეპატიტის მედიკამენტებს, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ირლანდიისგან და კანადისგან საჩუქრად გადაეცა, რამაც 2016 წელს 2 609 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

4წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
                საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

5წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
                საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური


2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, იმპორტის მოცულობა 0.5%-ით შემცირდა და 7 243 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტის მიხედვით უმსხილესი სასაქონლო ჯგუფებია: ნავთობი (მთლიანი იმპორტის 8.5%, 619 მლნ აშშ დოლარი), მსუბუქი ავტომობილები (მთლიანი იმპორტის 6.5%, 475 მლნ აშშ დოლარი), ნავთობის აირები (მთლიანი იმპორტის 4.4%, 318 მლნ აშშ დოლარი), სამკურნალო საშუალებები (მთლიანი იმპორტის 3.8%, 272 მლნ აშშ დოლარი) და სპილენძის მადნები (მთლიანი იმპორტის 3.4%, 207.9 მლნ აშშ დოლარი).


2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ნავთობის აირების იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა (-23.6%-ით). ასევე, შემცირებულია სამკურნალო საშუალებების (-7.0%-ით), ნავთობისა (-6.1%-ით) და სიგარეტების (-1.7%-ით) იმპორტი. ამავე პერიოდში, გაზრდილია მეტალოკონსტრუქციების (52.9%-ით), სპილენძის მადნების (19.6%-ით), სატელეფონო აპარატებისა (18.3%-ით) და მსუბუქი ავტომობილების (1.1%-ით) იმპორტი.

თუ გამოვრიცხავთ С ჰეპატიტის საჩუქრად მიღებულ მედიკამენტებს ირლანდიისგან და კანადისგან**, უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა კვლავ თურქეთია (მთლიანი იმპორტის 18.7%). რიგით მეორე უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა რუსეთია (მთლიანი იმპორტის 9.3%, 675 მლნ აშშ დოლარი). 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 8%-ით გაზრდილია. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების (46.9%-ით), ხოლო შემცირებლია ხორბლის (-25%-ით) იმპორტი.

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი იმპორტი ნიდერლანდებიდან (69.3%) და იტალიიდან (33.0%). ნიდერლანდებიდან და იტალიიდან უმეტესად ხდება ონკანების და სარქველების იმპორტი (ნიდერლანდებიდან მთლიანი იმპორტის 13.3%, ხოლო, იტალიიდან მთლიანი იმპორტის 9.2%). ამავე პერიოდში, იმპორტი შემცირებულია უკრაინიდან (-8.4%), აზერბაიჯანიდან (-8.1%), ჩინეთიდან (-6.8%) და გერმანიიდან (-2.8%).უკრაინიდან ძირითადად ხდება სიგარების იმპორტი (უკრაინიდან მთლიანი იმპორტის 12.0%), აზერბაიჯანიდან - ნავთობისა და ნავთობ პროდუქტების (აზერბაიჯანიდან მთლიანი იმპორტის 19.3%), ჩინეთიდან - ბრტყელი ნაგლინის (ჩინეთიდან მთლიანი იმპორტის - 3.8%), ხოლო გერმანიიდან - მსუბუქი ავტომობილების (გერმანიიდან მთლიანი იმპორტის 18.7%).



** C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტის გამო, 2016 წლის მდგომარეობით, კანადა საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყანაა (მთლიანი იმპორტის 18.2%), როდესაც გასულ წელს კანადის წილი მთლიან იმპორტში მხოლოდ 0.1% იყო. მსგავსად კანადისა ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ირლანდიის წილი მთლიან იმპორტში და 8.6% - ს შეადგენს, რაც აგრეთვე უკვაშირდება С ჰეპატიტის წამლების საჩუქრად მოწოდებას.

6

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                        * წინასწარი
                            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                            საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM