Logo pmcg

გამოცემა 89: ფულადი გზავნილები, 2016

17-Feb-2017
ფულადი გზავნილები, 2016
გამოცემა  #89/ 17.02.2017

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით:

  • გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა 6.6%-ით და 1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს;
  • რუსეთი კვლავ პირველ ადგილს იკავებს. რუსეთიდან გზავნილები მთლიანი გზავნილების 34.3%-ს შეადგენს და შემცირებულია 8.8%-ით; 
  • აშშ-მ მეოთხედან მეორე ადგილზე გადმოინაცვლა და მთლიანი გზავნილების 11.1%-ს შეადგენს.
  • ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ პირველ ადგილზე იმყოფება და დაახლოებთ 1.2-ჯერ აღემატება რუსეთიდან გზავნილების მოცულობას.

1 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 



2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა გაზრდილია 6.6%-ით (71.3 მლნ აშშ დოლარით) და 1.1 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. მათ შორის პირველ კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა 4.9%-ით (-12.3 მლნ აშშ დოლარი), ასევე შემცირება დაფიქსირდა მეორე კვარტალში - 0.4%-ით (-1.1 მლნ აშშ დოლარი), თუმცა, ბოლო ორ კვარტალში აღინიშნა ფულადი გზავნილების ზრდა, მესამე კვარტალში - 16%-ით (42.4 მლნ აშშ დოლარი), ხოლო მეოთხე კვარტალში - 15.2%-ით (42.2 მლნ აშშ დოლარი).

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა (119 მლნ აშშ დოლარი), რაც 16.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა მცირდებოდა, შესაბამისად 15.1% (-13.4 მლნ აშშ დოლარით), 15.4% (-17.8 მლნ აშშ დოლარით) და 7.4%-ით (-8.7 მლნ აშშ დოლარით). მხოლოდ მეოთხე კვარტალში დაფიქსირდა 1.6%-ანი ზრდა (1.7 მლნ აშშ დოლარი). აშშ-დან ფულადი გზავნილების მოცულობა 2016 წლის ოთხივე კვარტალში გაზრდილია, შესაბამისად 18.9% (4.2 მლნ აშშ დოლარით), 20.7% (5.2 მლნ აშშ დოლარით), 36.5% (9.3 მლნ აშშ დოლარით) და 32.8%-ით (8.9 მლნ აშშ დოლარით).

2016 წლის პირველ ორ კვარტალში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირებულია, შესაბამისად 32.7% (-13.2 მლნ აშშ დოლარით) და 20.7%-ით (-8.8 მლნ აშშ დოლარით). თუმცა, გაზრდილია მესამე (269%, 23.4 მლნ აშშ დოლარით) და მეოთხე კვარტალში (20.5%, 5.4 მლნ აშშ დოლარით). 2016 წლის ოთხივე კვარტალში, გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა იტალიიდან, შესაბამისად 6.5% (1.7 მლნ აშშ დოლარით), 13.9% (3.7 მლნ აშშ დოლარით), 12.7% (3.4 მლნ აშშ დოლარით) და 11.4%-ით (3.3 მლნ აშშ დოლარით).

2წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

3წყარო: საქართველოს  ეროვნული ბანკი


2016 წელს ქვეყნების მიხედვით ფულადი გზავნილების სტრუქტურა შემდეგია: რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში მთლიანი გზავნილების 34.3% (394.5 მლნ აშშ დოლარი) შემოდის, ამერიკის შეერთებული შტატებიდან - 11.1% (127.7 მლნ აშშ დოლარი), საბერძნეთიდან - 10.8% (124.6 მლნ აშშ დოლარი), იტალიიდან - 10.5% (121.2 მლნ აშშ დოლარი) და თურქეთიდან - 7.6% (87.1 მლნ აშშ დოლარი).

2016 წელს რუსეთიდან კვლავაც ყველაზე დიდი მოცულობით ფულადი გზავნილები შემოდის, თუმცა, რუსეთიდან გზავნილების მოცულობა, 2015 წელთან შედარებით, შემცირებულია 8.8%-ით (-38.2 მლნ აშშ დოლარით). ამავე პერიოდში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეოთხედან მეორე ადგილზე გადმოინაცვლა ფულადი გზავნილების მოცულობის მიხედვით და აშშ-დან გზავნილები 27.6%-ით (27.6 მლნ აშშ დოლარით) აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია ფულადი გზავნილების მოცულობა საბერძნეთიდან (5.8%-ით, 6.8 მლნ აშშ დოლარით), იტალიიდან (11.2%-ით, 12.2 მლნ აშშ დოლარით) და თურქეთიდან (26.3%-ით, 18.1 მლნ აშშ დოლარით).

4წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
               საქართველოს ეროვნული ბანკი

 

5წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
               საქართველოს ეროვნული ბანკი


მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი რუსეთში იმყოფება (მთლიანი ემიგრანტების 22%). ემიგრანტთა რაოდენობით უმსხვილეს ხუთეულში შედის საბერძნეთი (16%), თურქეთი (11%), იტალია (11%) და გერმანია (7%).

აღსანიშნავია, რომ ემიგრანტების მხოლოდ 5.7% ცხოვრობს აშშ-ში, თუმცა საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობით აშშ პირველ ადგილზე იმყოფება. თუ დავუშვებთ, რომ საშუალოდ ერთი ემიგრანტი საფრანგეთიდან აგზავნის 1 დოლარს, მაშინ აშშ-დან საშუალოდ ერთი ემიგრანტი აგზავნის 7 დოლარს (7-ჯერ მეტს), რაც დაახლოებთ 1.2-ჯერ აღემატება რუსეთიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე გზავნილების მოცულობას (5.7 დოლარი).

უნდა აღინიშნოს, რომ იტალიიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების მოცულობა (3.5 დოლარი) 1.4-ჯერ აღემატება საბერძნეთიდან იმავე მაჩვენებელს (2.4 დოლარი). რაც შეეხება გერმანიიდან საშუალოდ ერთ ემიგრანტზე ფულადი გზავნილების შედარებით დაბალი მოცულობას (1.3 დოლარი), შეიძლება იმ ფაქტით აიხსნას, რომ გერმანიაში ემიგრანტები ძირითადად სასწავლებლად მიდიან.

 6

წყარო: საქართველოს სტატისტიკს ეროვნული სამსახური
               საქართველოს ეროვნული ბანკი

 




2016 წელს გზავნილების მთლიანმა მოცულობამ წინასწარი მშპ-ს მაჩვენებლის დაახლოებით 8.2% შეადგინა, ხოლო მოხმარებასთან თანაფარდობა დაახლოებით 13%-ია*. 2016 წლის პირველ და მესამე კვარტლებში ფულადი გზავნილების თანაფარდობა მოხმარებასთან გაიზარდა, შესაბამისად 1.4 და 1.9 პროცენტული პუნქტით და 11.5% და 14.3% შეადგინა. მეორე კვარტალში გზავნილების თანაფარდობა მოხმარებასთან არ შეცვლილა, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 12.8% - ს უტოლდება.

2016 წლის მეოთხე კვარტალში ფულადი გზავნილების თანაფარდობა მოხმარებასთან წინასწარი შეფასებით 13.8%-ს შეადგენს, რაც 2.1 პროცენტული პუნქტით აღემატება 2015 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელს.



* ინფლაციასა (0.6%) და რეალური მშპ-ს წინასწარი ზრდის ტემპზე (1.2%) დაყრდნობით, 2016 წლის მეოთხე კვარტალში შინამეურნეობების მოხმარება დაახლოებით 5.8 მლრდ ლარს შეადგენს. შესაბამისად, მისი თანაფარდობა ფულად გზავნილებთან 13.8% იქნება.

6

            წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                        * წინასწარი
                            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
                            საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM