Logo pmcg

გამოცემა 90: ვიზიტორები საქართველოში, 2017 იანვარი-თებერვალი

09-Mar-2017
საერთაშორისო ვიზიტორები, 2017 იანვარი-თებერვალი
გამოცემა  #90/ 10.03.2017

2017 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

 

  • გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი 71 000 კაცით და 775 000 კაცს შეადგენს.
  • ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსეთიდან (31 400), სომხეთიდან (24 300) და ირანიდან (12 400), მაშინ როცა მნიშვნელოვნად შემცირებულია თურქეთიდან (-19 700).
  • თბილისის აეროპორტში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 38 500 კაცით, ქუთაისის აეროპორტში - 5 000 კაცით, ხოლო ბათუმის აეროპორტში მხოლოდ 187 კაცით.

 

1 წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო

 



2017 წლის იანვარი - თებერვლის პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია (10.5%; 71 000 კაცით), 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 775 000 კაცს შეადგენს. მთლიანი ვიზიტორების დაახლოებით 45%  (333 000 კაცი) მიეკუთვნება კატეგორიას “ერთდღიანი ვიზიტი”, 17%  (128 000 კაცი) საქართველოს სტუმრობს ტრანზიტული მიზნით, ხოლო 37% (294 000 კაცი) არიან ის ვიზიტორები, რომელებიც საქართველოში 24 საათზე მეტს ატარებენ.

 

ვიზიტორების ზრდა ფიქსირდება როგორც იანვარში (19.8%, 64 000 კაცით), ასევე თებერვლის თვეში (2.1%, 8 000 კაცით). აღსანიშნავია, რომ 2017 წელს გაგრძელდა ვიზიტორების ზრდის 2016 წლის ტენდენცია. კერძოდ, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა (7.6%, 450 ათასი კაცი) და 6.3 მლნ. კაცი შეადგინა. საინტერესოა, რომ 2016 წელს ვიზიტორების ზრდა დაფიქსირდა ყველა თვეში აგვისტოს გარდა, როცა ვიტიზორების რაოდენობა 5 000 კაცით შემცირდა.

2017 წლის იანვარი-თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის მხრივ კვლავ აზერბაიჯანი ლიდერობს (221 000 კაცი). ვიზიტორთა რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსეთიდან (36.0%, 31 400 კაცით), სომხეთიდან (18.2%, 24 300 კაცით) და ირანიდან (5-ჯერ, 12 400 კაცით). ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირებულია თურქეთიდან (-11.6%, -19 700 კაცით), თუმცა კვლავ რჩება რიგით მესამე პარტნიორ ქვეყნად.

 

აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა ევროკავშირის ქვეყნებიდან გაზრდილია 4 200 კაცით და მთლიანი ვიზიტორების 3.1%-ს შეადგენს.

2წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო

 

3წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო


2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში ვიზიტორების დინამიკა აგრძელებს 2016 წლის ტენდენციას. კერძოდ, 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა აზერბაიჯანიდან (9.3%, 128 800 კაცით) და აზერბაიჯანი გახდა უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა საქართველოსთვის ვიზიტორების შემოსვლის კუთხით, მაშინ როცა 2015 წელს ამ მხრივ სომხეთი ლიდერობდა.

 

2016 წელს ასევე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ვიზიტორების რაოდენობა რუსეთიდან (12.0%, 111 400 კაცით) და ირანიდან (5.8-ჯერ, 122 600 კაცით), თუმცა ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია თურქეთიდან (-9.9%, -137 600 კაცით).

4წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო

 

 

 

 

2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ვიზიტორების 81% საქართველოში სახმელეთო ტრანსპორტით შემოვიდა, მაშინ როცა გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 86% იყო. სახმელეთო ტრანსპორტით  შემოსული ვიზიტორების შემცირების ფონზე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საჰაერო ტრანსპორტით შემოსული ვიზიტორების წილი მთლიან ვიზიტორებში.

 

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში  მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს სამივე მოქმედ აეროპორტში. კერძოდ, თბილისის აეროპორტში ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 50.5%-ით (38 500 კაცით), ქუთაისის აეროპორტში - 82.6%-ით (5 000 კაცით), ხოლო ბათუმის აეროპორტში - 6.9%-ით (187 კაცით).


2017 წლის იანვარში, 2016 წლის იანვართან შედარებით, საერთაშორისო ბარათებით გადახდების მოცულობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (37.1%) რაც კორელაციაშია ვიზიტორების ზრდასთან. თუმცა, სავარაუდოდ, უნაღდოსთან ერთად საკმაოდ დიდი წილი უჭირავს ნაღდი ფულით ანგარიშწორებასაც. 2017 წლის იანვარში საშუალოდ ერთი ვიზიტორი უნაღდო ანგარიშწორებით ხარჯავდა 395 ლარს, მაშინ როცა 2016 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 255 ლარი იყო. აღნიშნული სხვაობა ერთი მხრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურებით (9.5%), ხოლო მეორე მხრივ ვიზიტორების გაზრდილი ხარჯებით.

 

 5

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო

 

6

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო

2016 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, ტურიზმის სფეროში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ მშპ-ს 7.9% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტურიზმის სფეროში შექმილი დამატებული ღირებულების 34% მოდის ტურისტულ კომპანიებზე, ხოლო 27% კი ტრანსპორტზე.  რაც შეეხება საცხოვრებელს და საკვებს, მათი წილი ტურიზმის სფეროში შექმნილ დამატებულ ღირებულებაში მხოლოდ 16% და 23%-ია.

 

2016 წლის პირველ სამ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დამატებული ღირებულება გაზრდილია საცხოვრებელ (14.3%, 30.1 მლნ. ლარი), საკვებ (23.9%, 67.5 მლნ. ლარი) და ტრანპორტის დარგში (17.3%, 62.7 მლნ. ლარი), ხოლო ტურისტული კომპანიების მიერ შექმილი დამატებული ღირებულება შემცირებულია (-2.1%, -11.1 მლნ. ლარი).

7

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     
         საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
         საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

Footer MayaGrigolia 

Developed by LLC FENOM