Logo pmcg

გამოცემა 94: საგარეო ვაჭრობა, იანვარი-აპრილი 2017

07-Jun-2017
საგარეო ვაჭრობა, იანვარი-აპრილი 2017
გამოცემა  #94/ 07.06.2017

2017 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • გაზრდილია როგორც ექსპორტის (29.7%), ასევე იმპორტის მოცულობა (12.7%);
  • საქართველოსთვის თურქეთი კვლავ უმსხილესი სავაჭრო პარტნიორია (მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14.6%);
  • ასევე, მაღალია ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში და 27%-ს შეადგენს;
  • მნიშვნელოვნადაა გაზრდილი რუსეთში ექსპორტის მოცულობა (131%);
  • ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში მნიშვნელოვნად იზრდება და 9.9%-ს შეადგენს.

new წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

 



2017 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი როგორც იმპორტის (12.7%; 259 მლნ. აშშ დოლარი), ასევე ექსპორტის (29.7%; 180 მლნ. აშშ დოლარი) მოცულობა.

აღნიშნულ პერიოდში, სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია თურქეთი (452 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (341 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (273 მლნ. აშშ დოლარი).

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტია სპილენძის მადნები და კონცენტრატები (მთლიანი ექსპორტის 17.6%). გარდა ამისა, უმსხვილესი პროდუქტების ხუთეულში ასევე შედის ფეროშენადნობები (14.0%), მსუბუქი ავტომობილები (6.0%), სამკურნალო საშუალებები (5.6%) და ყურძნის ნატურალური ღვინოები (5.6%).

2017 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში, რუსეთში ექსპორტი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (131%; 71.2 მლნ. აშშ დოლარი) და 125 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. რუსეთში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტებია ფეროშენადნობები (რუსეთში მთლიანი ექსპორტის 44%), ყურძნის ნატურალური ღვინოები (19%) და მინერალური წყლები (12%).

აღნიშნულ პერიოდში, რუსეთში ექსპორტის ზრდასთან ერთად, ასევე გაზრდილია ექსპორტის მოცულობა საქართველოს სხვა უმსხვილეს საექპორტო ქვეყნებშიც, ჩინეთში 5%-ით (3.8 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთში 19%-ით (12 მლნ აშშ დოლარი), ბულგარეთში 17%-ით (7.9 მლნ. აშშ დოლარი), ხოლო სომხეთში 18%-ით (7.5 მლნ აშშ დოლარი).

2წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

3წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2017 წლის იანვარი - აპრილის პერიოდში, საქართველოს უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი კვლავ თურქეთია, თუმცა თურქეთიდან იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია (-8%, 34.6 მლნ აშშ დოლარი) და 376.2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. თურქეთიდან ძირითადად იმპორტირებულია სამკურნალო საშუალებები (თურქეთიდან იმპორტის 4.8%), მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან (3.4%) და სანიტარულ-ჰიგიენური ნაწარმი (3.1%).

აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია იმპორტის მოცულობა სხვა უმსხილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნებიდან, აზერბაიჯანიდან 44%-ით (69.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთიდან 7%-ით (13.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთიდან 8%-ით (12.6 მლნ. აშშ დოლარი) და გერმანიიდან 25%-ით (28.8 მლნ. აშშ დოლარით).

4წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 




2013 წლიდან ჩინეთის წილი საქართველოს ექსპორტში ზრდის ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულმა მაჩვენებელმა თავის მაქსიმუმს 2017 წლის იანვარი - თებერვლის პერიოდში მიაღწია - საქართველოს მთლიანი ექსპორტის 9.9%. ჩინეთში ექსპორტის ზრდის ტენდენციას მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ჩინეთ-საქართველოს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთის წილი საქართველოს მთლიან იმპორტში ყოველთვის აღემატებოდა საქართველოს ექსპორტში ჩინეთის წილს. თუმცა 2014 წლიდან დაიწყო იმპორტში ჩინეთის წილის შემცირება და 2017 წლის იანვარ-აპრილში აღნიშნულმა მაჩვენებელმა 7.1% შეადგინა.


2016 წლის მდგომარეობით, ჩინეთში ექსპორტირებული პროდუქციის 77.7%-ს სპილენძის მადნების რეექსპორტი შეადგენს, სპილენძის მადნები საქართველოში ძირითადად სომხეთიდან იმპორტირდება. ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი ჩინეთთან ექსპორტში წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდებოდა. 2005 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მხოლოდ 0.9% იყო, თუმცა 2016 წელს ყურძნის ნატურალური ღვინოების წილი ჩინეთთან ექსპორტში გაიზარდა და  8.2% შეადგენს.

5

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

ჩინეთში ექსპორტისგან განსხვავებით, ჩინური იმპორტის სტრუქტურა უფრო მრავალფეროვანია. 2016 წლის მდგომარეობით, ჩინეთიდან უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტი დანადგარები და მექანიკური მოწყობილობებია, რომლის წილი ჩინეთიდან მთლიან იმპორტში საშუალოდ 20%-ს შეადგენს. მეორე უმსხვილესი საიმპორტო პროდუქტი ელექტრონული მოწყობილობებია, რომელიც ჩინეთიდან იმპორტის დაახლოებით 15%-ს შეადგენს.

8

  * წინასწარი მონაცემები

   წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     
            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
            საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

PMCG Research | Mariam Saghareishvili  | +995 2 921 171 | http://www.research.pmcg-i.com

Developed by LLC FENOM