Logo pmcg

გამოცემა 95: ბიზნეს სექტორი - I კვარტალი, 2017

22-Jun-2017
ბიზნეს სექტორი -  I კვარტალი, 2017
გამოცემა  #95/ 22.06.2017

2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:

  • მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (16%) ბიზნეს სექტორის მთლიანი გამოშვება;
  • ფიქსირდება 19.1%-იანი ზრდა ბიზნეს სექტორის ბრუნვაში;
  • ასევე გაზრდილია (4.7%; 27 ათასი ადამიანი) ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა;
  • გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურებაც (11%, 101.6 ლარი).

1

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

2

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური




2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის მთლიანი გამოშვება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (16%). აღსანიშნავია, რომ მოცემულ პერიოდში გამოშვების ზრდა ფიქსირდება ყველა დარგში. აღნიშნულ ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანეს დამამუშავებელი მრეწველობის (28%, 292.5 მლნ. ლარი), ვაჭრობის (26%, 273.7 მლნ. ლარი) და მშენებლობის (13%, 137 მლნ. ლარი) სექტორებში გამოშვების ზრდამ.

2017 წლის პირველ კვარტალში ასევე 19.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა ბიზნეს სექტორის ბრუნვაშიც და ჯამში 19.2 მილიარდ ლარი შეადგინა. მოცემულ პერიოდში ბიზნეს სექტორის ბრუნვასა და გამოშვებას შორის სხვაობა 7.7 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც მეტწილად 2017 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურობით შეიძლება აიხსნას.

3წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

4წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2016 წლის ყოველ კვარტალში იზრდებოდა ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა, ჯამში ზრდამ  6.3% შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალში 2016 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ბიზნეს სექტორში დასაქმუბელთა რაოდენობა შემცირებულია 16 ათასი ადამიანით თუმცა, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული რაოდენობა გაიზარდა 4.7%-ით. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა ადმინისტრაციულ საქმიანობებში (15%, 2 577 კაცი), პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში (17%, 2 817 კაცი), წყალმომარაგებაში (12%, 1 536 კაცი) და მოპოვებით მრეწველობაში (16%, 1 041 კაცი). აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია საქმიანობის ყველა სფეროში ინფორმაციისა და კომუნიკაციის (-8%; -1 494 კაცი) გარდა.

2017 წლის პირველი კვარტლის მდომარეობით, ბიზნეს სექტორში ყველაზე მეტი დასაქმებული ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა (155 367 კაცი).შემდეგ მოდის დამამუშავებელი მრეწველობა (80 387 კაცი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება (64 838 კაცი), მშენებლობა (59 366 კაცი) და ტრანსპორტირება და დასაწყობება (50 295 კაცი).

5წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება (11%, 101.6 ლარი). აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება გაზრდილია ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება თევზჭერაში (30%, 222.1 ლარი), უძრავი ქონებით ოპერაციებში (21%, 236.8 ლარი), სოფლის მეურნეობასა (19%, 105 ლარი) და განათლებაში (16%, 88.2 ლარი).

საინტერესოა, რომ  ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია ყველა რეგიონში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გარდა (-2%, -8.45 ლარი). ეს შემცირება უმნიშვნელო ჩანს იმ რეგიონებთან შედარებით, სადაც საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება საგრძნობლადაა გაზრდილი: შიდა ქართლი (31%, 154.8 ლარი), სამეგრელო-ზემო სვანეთი (16%, 113.1 ლარი), კახეთი (15%, 80.7 ლარი) და თბილისი (13%, 134.7 ლარი).

7new

წყარო: საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 

 

 

 

2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობა საგრძნობლადაა გაზრდილი (9%, 1049 ერთეული) და ჯამში 13 001 ერთეულს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის ანალოგიურ პერიოდებთან შედარებით, პირველად შეიმჩნევა ზრდა დარეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობაში. 2017 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი მარტში დარეგისტრირდა (5071 ერთეული).

აღნიშნულ პერიოდში დარეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა განაწილება ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის მიხედვით შემდეგნაირია: 6 199 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, 6 049 ინდივიდუალური მეწარმე, 616 არასამეწარმეო იურიდიული პირი და 137 სხვა სახის სუბიექტი.


 

8

  * წინასწარი მონაცემები

   წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     
            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
            საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

PMCG Research | Mariam Saghareishvili  | +995 32 2 921 171 | http://www.research.pmcg-i.com

Developed by LLC FENOM