მშენებლობა - I კვარტალი, 2017
გამოცემა #96/ 06.07.2017
|
||
2017 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით:
|
||
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
2017 წლის პირველ კვარტალში, 2016 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშენებლობის სექტორის გამოშვებული პროდუქციის მოცულობა გაზრდილია 13%-ით (137 მილიონი ლარი) და ჯამში 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით გამოშვებული პროდუქციის სტრუქტურა შემდეგნაირადაა გადანაწილებული: საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა 41% (507.2 მილიონი ლარი), საინჟინრო ნაგებობების მშენებლობა 22% (272.6 მილიონი ლარი), საავტომობილო გზების და რკინიგზის მშენებლობა 16% (191 მილიონი ლარი), სამოქალაქო მშენებლობის სხვა სამუშაოები 10% (125.9 მილიონი ლარი) და სხვა საქმიანობის სახეები 11% (135.6 მილიონი ლარი). |
|
საინტერესოა მშენებლობაში კერძო სექტორში გამოშვების და ბრუნვის როლის გადანაწილება უცხოელი და ადგილობრივი ფიზიკური ან იურიდიული პირების მიხედვით. გამოშვებული პროდუქციის მოცულობაში, როგორც 2017 წლის პირველ კვარტალში ასევე 2016 წლის პირველ კვარტალში, ადგილობრივი იურიდიული ან ფიზიკური პირების წილი აღემატება უცხოელი პირების წილს. რაც შეეხება მშენებლობის სექტორის ბრუნვას, გამონაკლისი ფიქსირდება მხოლოდ 2016 წლის პირველი კვარტლის ბრუნვის მონაცემებში, როდესაც ადგილობრივების წილი 5.2%-ით ჩამოუვარდება უცხოელების ანალოგიურ მაჩვენებელს. |
|
|
|
2017 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14% (55.7 მილიონი დოლარი) მშენებლობის სექტორში განხორციელდა. ინვესტიციების მოცულობით აღნიშნული სექტორი სიდიდით მეოთხე ადგილზეა ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის (35%, 141.1 მილიონი დოლარი), უძრავი ქონებით ოპერაციების (20%, 80.3 მილიონი დოლარი) და საფინანსო სექტორის (20%, 79.6 მილიონი დოლარი) შემდეგ.
|
|
2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობის სექტორზე მთლიანად გაცემული სესხების მხოლოდ 33% (66.7 მილიონი ლარი) არის ეროვნული ვალუტით. დანარჩენი 67%, რამაც 133 მილიონი ლარი (კორექტირებული კურსით) შეადგინა, უცხოური ვალუტით არის გაცემული.
|
|
|
|
|
|
2017 წლის პირველ კვარტალში მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა 2.8%-ით (1.6 ათასი კაცი) არის გაზრდილი და 59.4 ათას კაცს შეადგენს. ბიზნეს სექტორში მშენებლობა რიგით მეოთხე ყველაზე დიდი დამსაქმებელია ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის და ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების შემდეგ. |
||
* წინასწარი მონაცემები წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
||
PMCG Research | Mariam Saghareishvili | +995 32 2 921 171 | http://www.research.pmcg-i.com| |