Logo pmcg

გამოცემა 98: სოფლის მეურნეობის განვითარება - იანვარი-ივნისი, 2017

07-Sep-2017
სოფლის მეურნეობის განვითარება -  იანვარი-ივნისი, 2017
გამოცემა  #98/ 07.09.2017

სოფლის მეურნეობის დარგში:

  • პროდუქციის გამოშვება უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტში სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს;
  • 2017 წლის პირველ კვარტალში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -0.3 მილიონი დოლარი შეადგინა;
  • 2017 წლის პირველ ნახევარში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა თითქმის გაუთანაბრდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობას;
  • 2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოში პროდუქტების იმპორტი 2.4-ჯერ აღემატება ექსპორტს.

1

 

2

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                                                       *წინასწარი

1მარცვლოვანი და სხვა კულტურების მოყვანა, რომლებიც არ შედიან სხვა კატეგორიებში; ხილის, კაკლის, სასმელებისა და სუნელ-სანელებლების წარმოებისთვის საჭირო კულტურების მოყვანა; ბოსტნეულის მოყვანა, სპეციალიზებული მებაღეობა და სანერგე პროდუქციის წარმოება; მეცხოველეობა; სასოფლო სამეურნეო მომსახურება; მეტყევეობა და ხე-ტყის დამზადება; თევზჭერა, მეთევზეობა.

2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობამ მთლიანი შიდა პროდუქტის 9% შეადგინა (635.1 მილიონი ლარი). წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აღნიშნული მონაცემი 0.5 პროცენტული ერთეულითაა შემცირებული (-25.6 მილიონი ლარი). უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში სტაბილური ხასიათისაა და სეზონურად 7.8%-დან 10.3%-მდე მერყეობს.

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებაში უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ლიდერობს მეცხოველეობა, რომელსაც მემცენარეობა და სასოფლო-სამეურნეო მომსახურება მოყვება. ნიშანდობლივია, რომ 2017 წლის პირველ კვარტალში მეცხოველეობამ სოფლის მეურნეობის 70% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო მომსახურება ერთადერთია, რომელიც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში სტაბილური, მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

3

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                        *წინასწარი

 

4

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

სოფლის მეურნეობაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირეა და უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში თავის მაქსიმუმს 2014 წლის მეორე კვარტალში მიაღწია, როდესაც მთლიანი პირდაპირი ინვესტიციების 4.4% (8.7 მილიონი დოლარი) განხორციელდა სოფლის მეურნეობაში. 2017 წლის პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -0.3 მილიონი დოლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობაზე გაცემული სესხების რაოდენობა, როგორც ეროვნული ასევე უცხოური ვალუტით, 2013 წლიდან იწყებს ზრდას. აღნიშნული ზრდა შეიძლება აიხსნას სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის განვითარების მზარდი ხელშეწყობით. საინტერესოა, უკანასკნელ პერიოდში უცხოურ და ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხების შედარება. 2017 წლის პირველ ნახევარში უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა (49.8 მილიონი ლარი) 6.5%-ით აღემატება ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობას (46.8 მილიონი ლარი), 2016 წლის პირველ ნახევარში 344.4%-ით, ხოლო 2016 წლის მეორე ნახევარში 92.7%-ით.

5

 

6

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

2014 წლის საყოველთაო აღწერამდე არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენდა 4.4 მლნ კაცს, მისი 54% ცხოვრობდა ქალაქად, ხოლო დარჩენილი 46% - სოფლად. 2014 წლის საყოველთაო აღწერით საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3.7 მლნ კაცს, მისი 57% ცხოვრობს ქალაქად, ხოლო 43% - სოფლად.

2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სოფლის მეორნეობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 11,375 ადამიანს შეადგენს, რაც 8.2%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. 2017 წლის მეორე კვარტალში სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა წილი მთლიანად ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 1.8%-ს შეადგენს.

2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით სოფლის მეურნეობაში დაქამებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 688 ლარს. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მეორე კვარტალთან შედარებით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება გაზრდილია 148 ლარით, და 2017 წლის პირველ შედარებით გაზრდილია 14 ლარით.

7

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

8

წყარო: საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური

1სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარება, სოფლის მეურნეობის დარგში კვლევითი ღონისძიებების განხორციელება, ერთიანი აგროპროექტი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები და სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა

2017 წლის დამტკიცებულ სახელმწიფო ბიუჯეტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შვიდი პროგრამისთვის 237.8 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებების 2.3%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2016 წელთან შედარებით, მიუხედავად სამი ახალი პროგრამის დამატებისა, ასიგნებების ჯამური მოცულობა 16.4%-ით არის შემცირებული.

2017 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტმა 89.8 მილიონი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია რომ მთლიანი ექსპორტირებული საქონლის 33.3% (29.9 მილიონი დოლარი) თხილი და სხვა კაკალია, რომელსაც სიდიდით ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი და ცხვრის ან თხის ხორცი მოყვება.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტი 2.4-ჯერ აღემატება ექსპორტს და ჯამში 217.6 მილიონ დოლარს შეადგენს. იმპორტირებულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებში ლიდერობს ხორბალი და მესლინი, რომელმაც მთლიანი იმპორტის 21.9% (47.7 მილიონი დოლარი) შეადგინა. ხორბლის და მესლინის შემდეგ ყველაზე დიდი ღირებულების იმპორტირებული საქონელია შინაური ფრინველის და ღორის ხორცი.

8

  * წინასწარი მონაცემები

   წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                                                     
            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
            საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

PMCG Research | Giorgi Khishtovani  | This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. | +995 32 2 921 171 (103) | http://www.research.pmcg-i.com

Developed by LLC FENOM