საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა, 2007-2017
გამოცემა #100/ 16.01.2018
|
||
ეკონომიკური მიმოხილვის და ინდიკატორების მეასე გამოცემა ჩვენი ორგანიზაციის ათი წლის იუბილეს დაემთხვა. უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკურმა ინდიკატორებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. აღნიშნულ გამოცემაში გთავაზობთ ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების განვითარების დინამიკასა და ანალიზს 2007-2017 წლებში. |
||
მთლიანი შიდა პროდუქტი |
||
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ყოველწლიურად საშუალოდ 4.2%-ით იზრდება. |
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
ასევე, აღსანიშნავია მშენებლობის სექტორის წილის ზრდა მთლიან შიდა პროდუქტში. 2007 წლის პირველ სამ კვარტალში აღნიშნული სექტორი მთლიანი შიდა პროდუქტის 7.8% შეადგენდა. ხოლო, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში - 9.4%-ს. |
||
სამომხმარებლო ფასების ინდექსი |
||
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური |
ბოლო 10 წლის განმავლობაში, სამომხმარებლო პროდუქციის ფასები საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 4.6%-ით იზრდებოდა. ფასების კლება მხოლოდ 2012 წელს დაფიქსირდა. 2013 წლიდან კი ფასებმა ზრდა განაგრძო. |
|
ლარის გაცვლითი კურსი |
||
|
2017 წელს 2007 წელთან შედარებით ლარი აშშ დოლარის მიმართ გაუფასურდა 50%-ით, ხოლო ევროსთან მიმართებაში- 24%-ით. განსაკუთრებით თვალშისაცემია 2015 წელს ეროვნული ვალუტის 29%-იანი გაუფასურება აშშ დოლართან მიმართებაში. |
|
საგარეო ვაჭრობა |
||
|
2007 წლიდან დღემდე, საგარეო ვაჭრობის დინამიკა მერყეობით ხასიათდება. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, ექსპორტმა პიკს 2013 წელს მიაღწია (2.9 მილიარდი აშშ დოლარი) სწორედ მაშინ, როდესაც ქართული პროდუქციისთვის გაიხსნა რუსეთის ბაზარი და ამავდროულად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 2014 წელს (8.6 მილიარდი აშშ დოლარი) დაფიქსირდა. |
|
ამავდროულად, 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის სიაში 2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით 2007 წლის სამ კვარტალთან შედარებით მხოლოდ 3 ახალი პარტნიორი ქვეყანა გვხდება. კანადა (მთლიანი ექსპორტის 5.1%), გერმანია (4%) და თურქმენეთი (2.9%) ჩაანაცვლა ჩინეთმა (მთლიანი ექსპორტის 8.3%), ირანმა (3%) და შვეიცარიამ (2.7%). | ||
|
აღსანიშნავია, რომ 2007 წლის სამ კვარტალთან შედარებით, 2017 წლის იმავე პერიოდში საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში გაზრდილია 2.3-ჯერ. 2007 წლის სამ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 198 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 23.0%-ია. იგივე მაჩვენებელი 2017 წლის სამ კვარტალში 462 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც მთლიანი ექსპორტის 23.8%-ია. |
|
განსხვავებით 2007 წლისა, 2017 წლის სამ კვარტალში უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტთა სიაში შედის ნატურალური ღვინო და სამკურნალო საშუალებები. აღსანიშნავია, რომ ღვინის ექსპორტი დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. |
||
|
აღსანიშნავია, რომ მსუბუქი ავტომობილები და სპილენძის მადნები ფიგურირებს როგორც უმსხვილეს საიმპორტო, ასევე საექსპორტო პროდუქტებში. 2017 წლის სამ კვარტალში საქართველომ მოახდინა 309 მლნ აშშ დოლარის სპილენძის მადნების და 149 მლნ აშშ დოლარის მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი ხოლო, ამავდროულად 258 მლნ აშშ დოლარის ღირებულების სპილენძის მადნებისა და 343 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების იმპორტი. სპილენძის მადნებისა და მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი მეტწილად რეესქპორტზე მოდის. სპილეძის მადნების იმპორტი ძირითადად სომხეთიდან ხდება, ხოლო ექსპორტი - ბულგარეთსა და ჩინეთში. ავტომობილებს იმპორტი ძირითადად აშშ-დან და იაპონიიდან ხდება, ხოლო ექსპორტი - აზერბაიჯანსა და სომხეთში. |
|
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები |
||
|
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა შეგვიძლია დავახასიათოთ შემდეგნაირად: 2007 წელი იყო უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ($1.8 მილიარდი), რასაც მოჰყვა მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და 2008 წლის ომის მიერ გამოწვეული ვარდნა 2013 წლამდე, ხოლო 2013 წლიდან ხასიათდება სტაბილური მაჩვენებლით. |
|
ფულადი გზავნილები |
||
|
2017 წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 2007 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 166%-ით აღემატება. უკანასკნელ ათ წელიწადში საქართველოში ფულადი გზავნილების პიკმა მიაღწია 2013 წელს, როდესაც მან $1.5 მილიარდი და მთლიანი შიდა პროდუქტის 10.5% შეადგინა. |
|
ასევე, საინტერესოა, რომ უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში საქართველოში ფულადმა გზავნილებმა უფრო დივერსიფიცირებული ხასიათი მიიღო. 2007 წლის პირველ სამ კვარტალში ფულადი გზავნილების კუთხით უმსხვილესი ხუთი ქვეყანა მთლიანი გზავნილების 87.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნადაა შემცირებული და 72.6%-ს შეადგენს. | ||
საგადასახადო შემოსავლები | ||
|
2017 წლის პირველ სამ კვარტალში საგადასახადო შემოსავლების მოცულობა 2007 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 169%-ით აღემატება. მიუხედავად იმისა, რომ 2007 წლიდან გადასახადების რაოდენობა და განაკვეთები შემცირდა2 (აქციზის გადასახადის გარდა), შემოსავლები გადასახადებიდან 2007 წლის შემდეგ ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ბოლო 10 წლის განმავლობაში კლება მხოლოდ 2009 (7.7%) და 2013 წლებში (0.2%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი წლიური ზრდა 2007 წლის შემდეგ 2011 წელს (26%) დაფიქსირდა. |
|
საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურაში 2007 წლის მსგავსად 2017 წლის პირველ სამ კვარტალში კვლავ დამატებითი ღირებულების გადასახადიდან მიღებული შემოსავლების წილია ყველაზე მაღალი. |
||
სახელმწიფო ვალი |
||
|
2007 წლიდან მოყოლებული საქართველოს სახელმწიფო ვალის4 მოცულობა იზრდება. ყველაზე მაღალი წლიური ზრდა 2008 წელს დაფიქსირდა. ამის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. 2008 წლის შემდგომ 2012 წლამდე სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპი კლებულობს, ხოლო 2013-დან 2016 წლამდე კვლავ ზრდადი ტენდენცია აღინიშნება. |
|
მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა არ უნდა აჭარბებდეს 50%-ს5. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების ვალის გათვალისწინებით სახელმწიფო ვალის (მთავრობის, ეროვნული ბანკის და სახელმწიფო საწარმოების) წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2015 წელს 53.3%-ს, ხოლო 2016 წელს 58%-ს შეადგენდა6, რაც აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ვალის მშპ-თან ფარდობის კრიტიკულ ზღვარს. გასათვალისწინებელია ასევე ეკონომიკური თავისუფლების შესახებ არსებული ორგანული კანონი, რომლის მიხედვით სახელმწიფო ვალის პროცენტული წილი მშპ-ში არ უნდა აღემატებოდეს 60%-ს. |
||
![]() |
||
1 http://ec.europa.eu/eurostat/statistics-explained/index.php/National_accounts_and_GDP |
||
PMCG Research | Giorgi Khishtovani | This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. | +995 32 2 921 171 (103) | http://www.research.pmcg-i.com| |