Logo pmcg

გამოცემა 101: საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

05-Mar-2018
საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში
გამოცემა  #101/ 05.03.2018
საერთაშორისო რეიტინგებში დაკავებული პოზიციები  მნიშვნელოვანი ინდიკატორია ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ  გარემოში მიმდინარე პროცესების შესაფასებლად.  მოცემულ ბიულეტენში მიმოვიხილავთ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციებს და მათ დინამიკას ბოლო მონაცემებზე დაყრდნობით.

 

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

1

წყარო: “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ ანგარიშები (2010-2017)

 

საქართველომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის1“ 2017 წლის რეიტინგში 137 ქვეყანას შორის 67-ე პოზიცია დაიკავა.

2010 წლიდან 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს პოზიციები „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში“ უმჯობესდებოდა. ხოლო 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ინდექსში 8 ადგილით გაურესდა.

2017 წელს საქართველოს “გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია მაკროეკონომიკური გარემოს ინდიკატორში უკავია (48-ე ადგილი), ყველაზე ცუდი-ინოვაციების ინდიკატორში (118-ე ადგილი).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს2 შორის აღნიშნულ ინდექსში 2017 წელს აზერბაიჯანი ლიდერობს (35-ე ადგილი), ხოლო ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში მოლდოვას უკავია (89-ე ადგილი).

ბიზნესის კეთების სიმარტივე

 

 

საქართველომ მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივის3” 2017 წლის რეიტინგში 190 ქვეყანას შორის მე-9 პოზიცია დაიკავა.

2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში 7 ადგილით გაუმჯობესდა.

2017 წელს საქართველოს “ბიზნესის კეთების სიმარტივის” რეიტინგში ყველაზე კარგი პოზიცია მცირე ინვესტორთა   დაცვის ინდიკატორში უკავია (მე-2 ადგილი), ყველაზე ცუდი-საგარეო ვაჭრობის სიმარტივის შეფასების ინდიკატორში (62-ე ადგილი).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის 2017 წელს საქართველო აღნიშნულ რეიტინგში ლიდერია(მე-9 ადგილი), აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი პოზიცია ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში უკრაინას უკავია (76-ე ადგილი).

 

2წყარო:“ბიზნესის კეთების სიმარტივის“ ანგარიშები (2010-2017)

გლობალური ინოვაციების ინდექსი

3წყარო: „გლობალური ინოვაციების ინდექსის“ ანგარიშები (2010-2017)

 

2017 წლის „გლობალური ინოვაციების ინდექსში4“ საქართველომ 68-ე ადგილი დაიკავა 127 ქვეყანას შორის.

2014 წლის შემდეგ 2016 წლის ჩათვლით, საქართველოს რეიტინგი „გლობალური ინოვაციების ინდექსში“ უმჯობესდებოდა. 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგში 4 ადგილით გაუარესდა.

2017 წელს საქართველოს “გლობალური ინოვაციების ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია ინსტიტუტების ინდიკატორში უკავია (47-ე ადგილი), ყველაზე ცუდი-ბიზნესის განვითარების ინდიკატორში (101-ე ადგილი).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის “გლობალური ინოვაციების ინდექსში” 2017 წელს უკრაინა ლიდერობს (50-ე ადგილი), ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში ბელარუსს უკავია (88-ე ადგილი).

ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსი

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსის5“ ბოლო ანგარიშში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 41-ე ადგილი დაიკავა (2016 წლის რეიტინგში, 4.8 ქულა). 2016 წელს, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნული ინდექსის რეიტინგში 5 ადგილით გაუმჯობესდა.

2016 წელს საქართველოს “ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია  ადგილობრივ ბაზარზე ხელმისაწვდომობის ინდიკატორში უკავია (მე-9 ადგილი), ყველაზე ცუდი-სატრანსპორტო სერვისები და მათი ხარისხის შეფასების ინდიკატორში (98-ე ადგილი).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის “ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსში” 2016 წლის რეპორტის მიხედვით საქართველო ლიდერობს (41-ე ადგილი), ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში უკრაინას უკავია (95-ე ადგილი).

 

 

4

წყარო: „ვაჭრობის შესაძლებლობის ინდექსის“ ანგარიშები (2010, 2012, 2014, 2016)

ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსი

მსოფლიო ბანკის 2016 წლის „ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში6“ საქართველომ 160 ქვეყანას შორის 130-ე ადგილი დაიკავა (2.35 ქულა). საქართველოს შედეგი 2016 წელს, 2014 წელთან შედარებით, 14 ადგილით გაუარესდა.

2016 წელს საქართველოს “ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე კარგი პოზიცია  თვალყურის დევნების ინდიკატორში (Tracking and Tracing) უკავია (112-ე ადგილი), ყველაზე ცუდი-ლოგისტიკის ხარისხის და კონკურენტუნარიანობის ინდიკატორში (146-ე ადგილი).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის “ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში” 2016 წლის რეპორტის მიხედვით უკრაინა ლიდერობს (მე-80 ადგილი), ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში სომხეთს უკავია (141-ე ადგილი).

 

 5წყარო: „ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსის“ ანგარიშები (2010, 2012, 2014, 2016)

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

6წყარო: „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ ანგარიშები (2010-2018)

 

Heritage Foundation-ის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის7” 2018 წლის რეიტინგში საქართველომ 180 ქვეყანას შორის მე-16 პოზიცია დაიკავა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია აღნიშნულ რეიტინგში 3 ადგილით გაუარესდა.

2018 წელს საქართველოს “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის” შეფასების ინდიკატორებს შორის ყველაზე მაღალი ქულა  ფისკალური სიჯანსაღის ინდიკატორში აქვს (91.8 ქულა), ყველაზე დაბალი-ფინანსური თავისუფლების ინდიკატორში (60 ქულა).

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში” 2018 წელს საქართველო ლიდერობს (მე-16 ადგილი), ყველაზე ცუდი პოზიცია ინდექსში უკრაინას უკავია (150-ე ადგილი).

22193

  წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური                                                                                          * წინასწარი მონაცემები                              
            საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
            საქართველოს ეროვნული ბანკი
                            

1მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“ შედგება 12 ძირითადი ინდიკატორისგან, რომლებიც აერთიანებს 114 ქვეკომპონენტს.
2აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი
3მსოფლიო ბანკის “ბიზნესის კეთების სიმარტივე” შედგება 10 ძირითადი ინდიკატორისგან, რომლებიც აერთიანებს 49 ქვეკომპონენტს.
4გლობალური ინოვაციების ინდექსი ქვეყნდება კორნელის უნივერსიტეტის, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) და INSEAD (the business school for the world) თანაავტორობით. ინდექსი შედგება 7 ინდიკატორისგან, რომლებიც აერთიანებს 81 ქვეკომპონენტს.  

5მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „ვაჭრობის შესაძლებლობების ინდექსი“ ქვეყნდება 2 წელიწადში ერთხელ, ბოლო ანგარიში გამოქვეყნდა 2016 წელს. ინდექსი შედგება 7 ძირითადი ინდიკატორისგან, რომლებიც აერთიანებს 57 ქვეკომპონენტს.
6მსოფლიო ბანკის „ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსი“ ქვეყნდება 2 წელიწადში ერთხელ. ბოლო ანგარიში გამოქვეყნდა 2016 წელს. ინდექსი მოიცავს შეფასების 6 ინდიკატორს.
7Heritage Foundation-ის “ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი მოიცავს შეფასების 12 ინდიკატორს.

PMCG Research | Giorgi Khishtovani  | This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. | +995 32 2 921 171 (103) | http://www.research.pmcg-i.com

 

 

Developed by LLC FENOM