Print this page

გამოცემა: 27 - მთლიანი შიდა პროდუქტი და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - I კვარტალი 2014

01-Aug-2014

 

 

 მთლიანი შიდა პროდუქტი და პირდაპირი უცხოური  ინვესტიციები - I კვარტალი 2014
ISSUE  #27 / 01.08.2014

 

   
     რეალური მშპ-ს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  ზრდა, 2009-14

 

2014 წლის I კვარტალში რეალური მშპ გაზრდილია (7.1%; 223 მლნ.ლარი). ყველაზე მეტად გაზრდილია დამამუშავებელი მრეწველობის (16.7%; 56.4 მლნ.ლარი), მშენებლობის (14%; 35 მლნ.ლარი) და ვაჭრობის (11.1%; 57.1 მლნ.ლარი) დარგებში შექმნილი მშპ. შემცირება აღინიშნა მხოლოდ სამთომომპოვებელ მრეწველობაში (-13.6%; -3.3 მლნ.ლარი)

2014 წლის I კვარტალში გაზრდილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (15%; 33.7 მლნ. აშშ დოლარი). ინვესტიციები ყველაზე მეტად გაზრდილია უძრავ ქონებაში (133-ჯერ, 12.5 მლნ.დოლარი), დამამუშავებელ მრეწველობასა (4.1-ჯერ; 34.7 მლნ.დოლარი) და ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში (3.7-ჯერ; 32 მლნ.დოლარი).

2014 წლის I კვარტალში გაზრდილია ბიზნეს სექტორის მთლიანი ბრუნვა (16.1%; 1384.5 მლნ. ლარი) და ახლად დარეგისტრირებული ბიზნესების რაოდენობა (12797 ერთეული).

2014 წლის I კვარტალში დარეგისტრირდა 12797 ახალი ბიზნეს სუბიექტი.

  3262
     

2014 წლის I კვარტლის მშპ-ს სტრუქტურა 2013 წლის I კვარტლის სტრუქტურის მსგავსია.

2014 წლის I კვარტალში ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის (19%), ვაჭრობის (18%), დამამუშავებელი მრეწველობისა (13%) და სოფლის მეურნეობის (10%) დარგებში შექმნილია რეალური მშპ-ს 60%.

რეალური მშპ-ს  სტრუქტურა, I კვ. 2014
3205    

 

                                 ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, I კვ. 2014   ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, I კვ. 2014
 3449 3459

 


2014 წლის I კვარტალში უსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა სექტორების მიხედვით შემდეგია: საფინანსო სექტორი (34%, 88,751 ათასი დოლარი), დამამუშავებელი მრეწველობა (18%, 46,067 ათასი დოლარი), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (17%, 43, 938 ათასი დოლარი), სამთომომპოვებელი მრეწველობა (6%, 15, 011 ათასი დოლარი) და უძრავი ქონება (5%, 12,625 ათასი დოლარი).

2014 წლის I კვარტალში საქართველოში ყველაზე დიდ ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: ნიდერლანდები (28%, 72,956 ათასი დოლარი), აზერბაიჯანი (18%, 46,771 ათასი დოლარი), გაერთიანებული სამეფო (13%, 34 985 ათასი დოლარი), თურქეთი (12%, 29,862 ათასი დოლარი) და რუსეთი (8%, 19 773 ათასი დოლარი).


  

 

 

 

2014 წლის I კვარტლის რეალური მშპ-ს ზრდაში ყველაზე დიდი წილი (1.6 პროცენტული პუნქტი) ვაჭრობას აქვს.

2014 წლის I კვარტალში ვაჭრობაში გაზრდილია როგორც გამოშვება (12.1%; 130.9 მლნ.ლარი), ასევე ბრუნვა (18.4%; 819.3 მლნ. ლარი) და დასაქმებულთა რაოდენობა (9.7%; 10.1 ათასი კაცი). შესაბამისად, გაზრდილია ვაჭრობის დარგში შექმნილი რეალური მშპ (11.1%; 57.1 მლნ. ლარი).

2014 წლის 1 ივნისისთვის, საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების 44.5% (50339) ვაჭრობის დარგშია ჩართული, ამ დარგში დასაქმებულია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 23.1% (114.3 ათასი კაცი).

საინტერესოა, აგრეთვე ვაჭრობის დარგში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, თუმცა აღნიშნული ინდიკატორი ცალკე არ აღირიცხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ.

 

ვაჭრობის სექტორის რეალური ზრდა
 3254

 

დამამუშავებელ მრეწველობის რეალური ზრდა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა
3249

2014 წლის I კვარტალში გაზრდილია როგორც დამამუშავებელი მრეწველობის ბრუნვა (16.2%; 188.4 მლნ.ლარი), ასევე გამოშვება (15.2%; 211.1 მლნ.ლარი). შედეგად გაზრდილია დამამუშავებელ მრეწველობაში შექმნილი რეალური მშპ (16.7%; 56.3 მლნ.ლარი), თუმცა შემცირებულია აღნიშნულ დარგში დასაქმებულთა რაოდენობა (-4.7%; 3.6 ათასი კაცი).

2014 წლის I კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია დამამუშავებელ მრეწველობაში (307%; 34.7 მლნ. დოლარი).

2014 წლის 1 ივნისისათვის, საქართველოში მოქმედი ბიზნეს სუბიექტების 7.9% (28 251 ერთეული) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დამამუშავებელ მრეწველობა. აღნიშნულ დარგში დასაქმებულია ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 15.5 % (77.1 ათასი კაცი).

 

 

 

 

3333333333333
     
FooterIMG