Logo pmcg

გამოცემა 28: საბანკო სექტორი - ივლისი 2014

12-Sep-2014
  საბანკო სექტორი - ივლისი 2014
გამოცემა #28 / 12.09.2014
 

 

2014 წლის იანვარ-ივლისში კომერციული ბანკების წმინდა მოგება გაზრდილია (11.6%), 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, და შეადგენს 214. 9 მლნ. ლარს.

 

2014 წლის ივლისში გაზრდილია დეპოზიტების ნაშთების მოცულობა (19.1%), 2013 წლის ივლისთან შედარებით, და შეადგენს 10.953 მლნ. ლარს. აღნიშნულ პერიოდში, გაზრდილია, აგრეთვე, ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა (23.2%) და შეადგენს 10.816 მლნ. ლარს.

 

 
დეპოზიტების მოცულობა და ზრდის ტემპი    
14054     

2014 წლის ივლისის მდგომარეობით, დეპოზიტების მოცულობა გაზრდილია (19.1%) და შეადგენს 10,953 მლნ. ლარს.ამასთან, გაზრდილია, როგორც ლარით (21.0%), ასევე უცხოური ვალუტით (17.9%) დენომინირებული დეპოზიტები (ნაშთები) 2013 წლის ივლისთან შედარებით.

 

უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების წილი (60.9%) კვლავ აღემატება ლარით დენომინირებული დეპოზიტების წილს (39.1%). თუმცა, აღსანიშნავია, უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების პროცენტული წილის კლების ტენდენცია: ივლისის თვეში ეს მაჩვენებელი შემცირდა 0.6% პუნქტით. ეს მიუთითებს ლარიზაციის დონის ზრდაზე. აღნიშნულზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, მათ შორის, კომერციული ბანკების სტანდარტული სადეპოზიტო სერთიფიკატების დამტკიცებამ და კომერციული ბანკებისთვის გირაოს ბაზის გაფართოებამ, რომელიც გამოიყენება ეროვნულ ბანკთან ოპერაციებში.

 

2014 წლის ივლისში განთავსებულ დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია (-0.4% პუნქტი), 2013 წლის ივლისთან შედარებით, და შეადგენს 6.1%-ს. საპროცენტო განაკვეთი შემცირებულია როგორც ლარით (-0.2% პუნქტი), ასევე უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე (-0.5% პუნქტი).

    ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების დინამიკა

2014 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია (23.2%).გაზრდილია, როგორც ეროვნული ვალუტით (44.3%), ასევე, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობაც (10.6%).

 

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების წილი (59.7%) კვლავ აღემატება ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წილს (41.3%). აღსანიშნავია, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების წილის ზრდის ტენდენცია. ეს მიუთითებს სესხებში ლარიზაციის დონის ზრდაზე. ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა საშუალებას აძლევს კომერციულ ბანკებს შეამცირონ ლარის ლიკვიდობის რისკი, რაც თავის მხრივ, ეროვნული ვალუტით სესხების გაცემას უწყობს ხელს.

 

2014 წლის ივლისში გაიზარდა როგორც ფიზიკურ (31.1%), ასევე, იურიდიულ (16.0%) პირებზე გაცემული სესხების მოცულობა, 2013 წლის ივლისთან შედარებით. გაცემული სესხების მოცულობის ზრდა მიანიშნებს ქვეყანაში ეკონომიური აქტივობის ზრდაზე.

 

2014 წლის ივლისში შემცირებულია საპროცენტო განაკვეთი იურიდიულ პირებზე, როგორც უცხოურ ვალუტით (-1.6% პუნქტი), ასევე, ეროვნულ ვალუტით (-1.6%) გაცემულ სესხებზე. აგრეთვე, საბაზრო საპროცენტო განაკვეთი ივლისში შემცირებულია როგორც უცხოური ვალუტით (-0.4% პუნქტი), ასევე, ეროვნული ვალუტით (-0.8% პუნქტი), ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებზე.

                   2

 

 

4054

სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით

   

3

 

 

2014 წლის ივლისში კომერციული ბანკების მიერ მთლიან ეკონომიკაზე გაცემული სესხების 50.8%-ს მოიცავს ეკონომიკის სექტორებზე გაცემული სესხები. მათგან ყველაზე დიდი წილი ვაჭრობაზე (31,1%), მრეწველობაზე (22,7%), უძრავი ქონებით ოპერაციებზე, კვლევებსა და კომერციული საქმიანობაზე (7.8%) და მშენებლობზე (7.4%) გაცემულ სესხებს აქვთ. აღსანიშნავია, რომ ვაჭრობა და მრეწველობა, არის სექტორები, რომელთაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია ჰქონდათ 2014 წლის I კვარტლის მშპ-ს ფორმირებაში.

 

2014 წლის ივლისის თვეში საქმიანობის სახეების მიხედვით გაცემული სესხების სტრუქტურა შეცვლილია წინა პერიოდებთან შედარებით, რაც ბანკების კლიენტების საქმიანობის სახეების ბაზის განახლებამ გამოიწვია.



 

4054    
    შინამეურნეობებზე გაცემული სესხების დინამიკა

2014 წლის ივლისის მდგომარეობით, მთლიანი სესხების 49.2%-ს შინამეურნეობებზე გაცემული სესხები წარმოადგენს. შინამეურნეობებზე გაცემული სესხების 44.6%-ს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები, ხოლო 37.0%-ს სამომხმარებლო სესხები წარმოადგენს.

 

აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია, როგორც სამომხმარებლო (35.7%), ასევე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების (34.6%) მოცულობა, 2013 წლის ივლისთან შედარებით.

   4
     4054
უმოქმედო სესხების დინამიკა და წილი მთლიან სესხებში    
5  

2014 წლის ივლისში უმოქმედო სესხების მოცულობა გაზრდილია (24.2%), რამაც განაპირობა მისი წილის (9.5%) გაზრდა მთლიან სესხებში 0.5% პუნქტით, 2013 წლის ივლისის მაჩვენებელთან (9.0%) შედარებით. უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში მნიშვნელოვანი მაჩვენებელია საკრედიტო პორტფელის ხარისხის განსაზღვრისათვის.

 

2014 წლის ივლისში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შემცირებულია (-4%), 2013 წლის ივლისთან შედარებით, და 358 მლნ. ლარს შეადგენს. შემცირებულია აგრეთვე ვადაგადაცილებული სესხების წილი მთლიან სესხებში (-0.9% პუნქტი) და 3.3%-ს უტოლდება.

4054  

ცხრილი   

FooterIMG 

 

 

Developed by LLC FENOM