Logo pmcg

გამოცემა 29: საგადასახადო შემოსავლები - იანვარი-ივლისი 2014

18-Sep-2014

 

 

   საგადასახადო შემოსავლები - იანვარი-ივლისი 2014
გამოცემა  #29 / 19.09.2014

2014 წლის ივლისში საგადასახადო შემოსავლების მოცულობა აღემატება (12.4%; 98.2 მლნ. ლარი), 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს, და შეადგენს 647.4 მლნ. ლარს. შემოსავლები გაზრდილია ყველა გადასახადიდან: დამატებული ღირებულების (დღგ) (17.1%; 41.2 მლნ. ლარი), საშემოსავლო (13.7%; 20.5 მლნ. ლარი), იმპორტის (6.0%; 0.5 მლნ. ლარი), მოგების (4.9%; 5.0 მლნ. ლარი) და აქციზის (4.1%; 3.0 მლნ. ლარი).

     
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები იან-ივლ 2014   სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, იან-ივლ 2014
4496         4493

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

2014 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობა აღემატება (7.0%; 266.3 მლნ ლარი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს და შეადგენს 4 070.8 მლნ. ლარს. ივლისის თვისთვის 2014 წლის დაგეგმილი ბიუჯეტის შემოსავლების 55.6%-ია შესრულებული.

 

აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია საგადასახადო შემოსავლებიდან (8.2%; 292.6 მლნ.ლარი), ხოლო შემცირებულია გრანტებიდან (-19.5%; -18.6 მლნ.ლარი) და სხვა შემოსავლებიდან მიღებული შემოსავლების მოცულობა (-5.1%; -7.7 მლნ.ლარი). აღსანიშნავია, რომ გრანტებისა (1.9%) და სხვა შემოსავლების წილი (3.5%) სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში მცირეა.

 

2014 წლის იანვარ-ივლისში თითოეული გადასახადის წილი მთლიან საგადასახადო შემოსავლებში იანვარ-ივლისის პერიოდში შემდეგია: დღგ (47.8%, 1838.7 მლნ ლარი), საშემოსავლო (25.3%, 973.4 მლნ. ლარი), მოგება (13.8%, 530.1 მლნ. ლარი), აქციზი (11.4%, 437.2 მლნ. ლარი), იმპორტი (1.7%, 57.2 მლნ. ლარი).

 

2014 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები აღემატება (20.5%; 688.1 მლნ.ლარი) 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და შეადგენს 4 047.4 მლნ. ლარს. ივლისის თვისთვის 2014 წლის დაგეგმილი საბიუჯეტო ხარჯების მხოლოდ 53.7%-ია შესრულებული. 2014 წლის იანვარ-ივლისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებში შემავალი ყველა კომპონენტი გაზრდილია, მათ შორის, ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება სოციალურ უზრუნველყოფასა (31.9%, 350.6 მლნ ლარი) და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებში (30.3%; 110.8 მლნ. ლარი).

 

დღგ-დან შემოსავლების დინამიკა
3  

2014 წლის იანვარ-ივლისში შემოსავლები დღგ-დან აღემატება (15.9%; 252.2 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

2014 წლის ივლისში დღგ-დან მიღებული შემოსავლები გაზრდილია (17.1%; 41.2 მლნ. ლარი) 2013 წლის ივლისთან შედარებით.

 

დღგ-დან შემოსავლის ზრდა ძირითადად განპირობებულია შემდეგი ორი ფაქტორით: 1) 2014 წლის ივნისიდან სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებით, რაც გულისხმობს იმპორტის შემოტანის პროცესში დაბეგვრას, რამაც დააჩქარა დღგ-ს შემოსავლების ზრდა; 2) ეკონომიკური აქტივობის ზრდით.

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

   
    საშემოსავლო გადასახადიდან შემოსავლების დინამიკა

2014 წლის იანვარ-ივლისში საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი შემცირებულია (-1.5%; -15 მლნ. ლარი) 2013 წლის იანვარ-ივლისის პერიოდთან შედარებით. აღნიშნული ცვლილება ძირითადად გამოწვეულია 2014 წლის აპრილი-ივნისის პერიოდში საშემოსავლო გადასახადის დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნებით. აპრილის თვეში გაიცა 54 900 მლნ. ლარი, მაისის თვეში - 34 300 მლნ. ლარი, ხოლო ივნისის თვეში კი - 35 900 მლნ. ლარი.

 

2014 წლის ივლისში საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავლები აღემატება (13.7%; 20.5 მლნ. ლარი) 2013 წლის ივლისის მაჩვენებელს.

  4
    წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
 აქციზის გადასახადიდან შემოსავლების დინამიკა

 

 იმპორტის გადასახადიდან შემოსავლების დინამიკა
5   6

  წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2014 იანვარ-ივლისის პერიოდში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები გაზრდილია (12.7%; 49.4 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

2014 წლის ივლისში შემოსავალი აქციზის გადასახადიდან აღემატება (4.1%; 3.0 მლნ. ლარი) 2013 წლის ივლისის მაჩვენებელს.

 

   

2014 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები აღემატება(14.9%; 7.4მლნ. ლარი), 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

2014 წლის ივლისში იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავლები აღემატება (6.0%; 0.5 მლნ. ლარი) 2013 წლის ივლისის მაჩვენებელს. მართალია, იმპორტის გადასახადიდან შემოსავლები 6%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდა აბსოლუტურ მაჩვენებელში მცირეა (0.5 მლნ. ლარი).

 

იმპორტის გადასახადიდან მიღებულ შემოსავალზე, დასაბეგრი იმპორტის მოცულობის გარდა, გავლენას ახდენს ვალუტის გაცვლითი კურსიც. ივლისის თვეში იმპორტის გადასახადიდან შემოსავლის გაზრდა გამოწვეულია აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოცულობის გაზრდით (11.2%). აგრეთვე, ლარის კურსის გაუფასურებით (6.3%) წინა წლის ივლისთან შედარებით.

 

ცხრილი
     
FooterIMG 

Developed by LLC FENOM