Logo pmcg

გამოცემა 30: მშპ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები - II კვარტალი 2014

03-Oct-2014

 

 

   მთლიანი შიდა პროდუქტი და პირდაპირი უცხოური    ინვესტიციები საქართველოში - II კვარტალი, 2014
გამოცემა  #30 / 03.10.2014

 

   
    რეალური მშპ-ს და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, 2011-14
 

2014 წლის II კვარტალში რეალური მშპ გაიზარდა (5.2%), 2013 წლის II კვარტალთან შედარებით. ყველაზე მეტად გაზრდილია მშენებლობის (18.7%) და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (15.3%) სექტორები.



2014 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია (27.6%; 57.4 მლნ. დოლარი) 2013 წლის II კვარტალთან შედარებით და 150.5 მლნ. დოლარს შეადგენს. ინვესტიციები შემცირებულია შემდეგ სექტორებში: საფინანსო (8.5-ჯერ, 141.8 მლნ. დოლარი), მშენებლობა (2.4-ჯერ; 28.2 მლნ. დოლარი) და ენერგეტიკა (1.6-ჯერ, 26.3 მლნ. დოლარი). აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება განაპირობა საფინანსო სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებამ, რაც, ძირითადად, გამოწვეულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წილების გაყიდვის გამო.

 

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა აღინიშნება შემდგეგ სექტორებში: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (3.7-ჯერ, 73.6 მლნ. დოლარი), უძრავი ქონება (3.2-ჯერ, 28.1 მლნ. დოლარი) და სოფლის მეურნეობა (2.2-ჯერ, 2.7 მლნ. დოლარი).

 
  3536
      წყარო: საქსტატი
     
რეალური მშპ-ს სტრუქტურა, II კვ. 2014  
3205    

2014 წლის II კვარტლის მშპ-ს სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის 2013 წლის II კვარტლის სტრუქტურასთან შედარებით.

 

2014 წლის II კვარტალში ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის (18%), მრეწველობის (15%), ვაჭრობისა (13%) და სოფლის მეურნეობის (10%) სექტორებში შექმნილია რეალური მშპ-ს 57%.

 წყარო: საქსტატი

                                 ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, II კვ. 2014
  ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით, II კვ. 2014
 3538 3537

 წყარო: საქსტატი

 

2014 წლის II კვარტალში საქართველოში უმსხვილეს ინვესტორთა სამეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: ნიდერლანდები (35%), აზერბაიჯანი (29%) და ლუქსემბურგი (18%). ინვესტიციების სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით შეცვლილია 2013 წლის II კვარტალთან შედარებით. ამ პერიოდში ყველაზე მსხვილ ინვესტორთა სამეულს წარმოადგენდა: ლუქსემბურგი (56%), ჩინეთი (36%) და ნიდერლანდები (15%).

 

2014 წლის II კვარტალში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა ეკონომიკური სექტორების მიხედვით შემდეგია: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (36%), დამამუშავებელი მრეწველობა (21%) და ენერგეტიკა (16%). სტრუქტურში არის ცვლილებები 2013 წლის II კვარტალთან შედარებით. 2013 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურა ეკონომიკური სექტორების მიხედვით იყო შემდეგი: ენერგეტიკის სექტორი (29%), დამამუშავებელი მრეწველობა (25%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (20%).

 

 

 


2014 წლის II კვარტლის რეალური მშპ-ს ზრდაში ყველაზე დიდი წილი (1.4 პროცენტული პუნქტი) მშენებლობის სექტორს აქვს.

 

2014 წლის II კვარტალში მშენებლობაში გაზრდილია, როგორც გამოშვება (12.8 %; 94.4 მლნ.ლარი), ასევე ბრუნვა (31.3%; 178.7 მლნ. ლარი) და დასაქმებულთა რაოდენობა (3.6%; 1.6 ათასი კაცი). შესაბამისად, მაღალია მშენებლობის სექტორის რეალური ზრდის მაჩვენებელი (18.7 %).

 

მშენებლობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა შემცირებულია (58%, 28.2 მლნ. დოლარი) 2013 წლის II კვარტლთან შედარებით. ამ დარგში განთავსებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13.7% (20.6 მლნ. დოლარი).

 

     მშენებლობის რეალური ზრდა და ამ სექტორში ინვესტიციების მოცულობა, 2011-2014

 3797

 წყარო: საქსტატი

 
     მრეწველობის რეალური ზრდა და ამ სექტორში ინვესტიციების მოცულობა, 2011-2014
3534

 

2014 წლის II კვარტლის რეალური მშპ-ს ზრდაში მშენებლობის შემდეგ, ყველაზე დიდი წილი (1 პროცენტული პუნქტი) მრეწველობას აქვს.

 

2014 წლის II კვარტალში გაზრდილია, როგორც მრეწველობის ბრუნვა (13.0%; 180.8 მლნ.ლარი), ასევე - გამოშვება (10.2%; 136.9 მლნ.ლარი). მრეწველობის რეალური ზრდის მაჩვენებელი 6.8%;-ია, თუმცა, შემცირებულია აღნიშნულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა (-5.5%; 4.6 ათასი კაცი).

 

2014 წლის II კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაზრდილია მრეწველობაში (1.9-ჯერ; 32.1 მლნ. დოლარი). მრეწველობის სექტორები განთავსებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 46% (69.4 მლნ. დოლარი).

 წყარო: საქსტატი

 

 

 

Untitled
     
FooterIMG 

 

 

Developed by LLC FENOM