Logo pmcg

გამოცემა 31: საგადასახადო შემოსავლები - იანვარი-სექტემბერი 2014

21-Oct-2014

 

 

საგადასახადო შემოსავლები- იანვარი-სექტემბერი 2014
გამოცემა  #31/ 31.10.2014

  2014 წლის სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია (17.0%; 96.6 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 665.9 მლნ. ლარს შეადგენს. გაზრდილია შემოსავალი დამატებული ღირებულების (23.0%), მოგების (22.3%), საშემოსავლო (14.2%) და იმპორტის (13.2%) გადასახადებიდან, ხოლო შემცირებულია შემოსავალი აქციზის (-1.4%) გადასახადიდან.

 

  2014 წლის სექტემბერში, საგადასახადო შემოსავლების წილი სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებში გაზრდილია (1.9 პროცენტული პუნქტი) 2013 წლის სექტემბერთან შედარებით და შეადგენს 94.8%-ს. საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა შემდეგია: დღგ (45.6%), საშემოსავლო (24.0%), მოგება (17.4%), აქციზი (11.5%), იმპორტი (1.3%) და სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადები (0.2%).

     
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები იანვარი-სექტემბერი 2014   სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები, იანვარი-სექტემბერი 2014
1         2

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

  2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მოცულობა აღემატება (9.1%; 446.7 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს და 5 362.6 მლნ. ლარს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში შემოსავლები გაზრდილია საგადასახადო შემოსავლებიდან (10.0%; 457.9 მლნ.ლარი) და გრანტებიდან (4.9%; 5.9 მლნ.ლარი), ხოლო შემცირებულია სხვა შემოსავლებიდან (-8.0%; -17.1 მლნ.ლარი), რომელიც მოიცავს პროცენტებს, დივიდენდებს, რენტას, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციას, სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლებს.

 

  2014 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის 73.3%-ია, რაც აღემატება (7.1 პროცენტული პუნქტი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (66.2%).

 

  2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, საგადასახადო შემოსავლები შეადგენს ბიუჯეტის შემოსავლების 94.0%-ს. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურა შემდეგია: დღგ (48.1%), საშემოსავლო (25.3%), მოგება (13.1%), აქციზი (11.8%), იმპორტი (1.5%) და სხვა არაკლასიფიცირებული გადასახადები (0.2%).

 

  2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები აღემატება (18.4%; 808.9 მლნ.ლარი) 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და შეადგენს 5 209.1 მლნ. ლარს. აღნიშნულ პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ყველა კომპონენტი გაზრდილია, მათ შორის, ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება სოციალურ უზრუნველყოფასა (27.8%, 406.1 მლნ. ლარი) და საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებში (23.2%; 115.5 მლნ. ლარი).

 

  2014 წლის იანვარ-სექტემბერში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მაჩვენებელი, 2014 წლის საბიუჯეტო ხარჯების წლიური გეგმის 69.1%-ია, რაც აღემატება (8.4 პროცენტული პუნქტი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (60.7%).

 

დღგ-დან შემოსავლების დინამიკა
3  

  2014 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, შემოსავალი დღგ-დან აღემატება (17.8%; 365.9 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

   2014 წლის სექტემბერში დღგ-დან მიღებული შემოსავალი გაზრდილია (23.0%; 56.7 მლნ. ლარი) 2013 წლის სექტემბერთან შედარებით.

 

   დღგ-დან შემოსავლის ზრდა ძირითადად განპირობებულია შემდეგი ორი ფაქტორით: 1) 2014 წლის ივნისიდან სპეციალური დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებით, რაც გულისხმობს იმპორტის შემოტანის პროცესში დაბეგვრას, რამაც დააჩქარა დღგ-ს შემოსავლების ზრდა 2) ეკონომიკური აქტივობის ზრდით.

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

   
    საშემოსავლო გადასახადიდან შემოსავლების დინამიკა

  2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი აღემატება (1.4%; 18.1 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

  2014 წლის სექტემბერში საშემოსავლო გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია (14.2%; 19.9 მლნ. ლარი) 2013 წლის სექტემბრის მაჩვენებელთან შედარებით.

  4
    წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
 აქციზის გადასახადიდან შემოსავლების დინამიკა

 

 იმპორტის გადასახადიდან შემოსავლების დინამიკა
5   6

  წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

  2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია (9.2%; 50.1 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

 2014 წლის სექტემბერში აქციზის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი შემცირებულია (-1.4%; -1.1 მლნ. ლარი) 2013 წლის სექტემბერთან შედარებით. აღნიშნული ძირითადად განპირობებული უნდა იყოს თამბაქოს ნედლეულის იმპორტის შემცირებით (-68.8%; -397.4 ათასი აშშ დოლარი) 2013 წლის სექტემბერთან შედარებით.

 

   

   2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი აღემატება (14.0%; 9.0 მლნ. ლარი), 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

  2014 წლის სექტემბერში იმპორტის გადასახადიდან მიღებული შემოსავალი გაზრდილია (13.2%-ით, 1.0 მლნ ლარი) 2013 წლის სექტემბრთან შედარებით.

 

  იმპორტის გადასახადიდან მიღებულ შემოსავალზე, დასაბეგრი იმპორტის გარდა, გავლენას ახდენს ვალუტის გაცვლითი კურსიც. სექტემბრის თვეში იმპორტის გადასახადიდან შემოსავლის ზრდა განპირობებულია აღნიშნულ პერიოდში იმპორტის მოცულობის ზრდით (5.4%; 37.2 მლნ. დოლარი). აგრეთვე, ლარის კურსის გაუფასურებით (5.0%) 2013 წლის სექტემბერთან შედარებით.

 

7
     
FooterIMG 

Developed by LLC FENOM