Logo pmcg

გამოცემა 32: სახელმწიფო ვალი - I-III კვარტალი, 2014

14-Nov-2014

 

 

სახელმწიფო ვალი - I-III კვარტალი, 2014
გამოცემა  #32/ 14.11.2014

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზრდილია 336.1 მლნ. ლარით (3.9%) 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, გაზრდილია საშინაო (36.6%) და შემცირებულია საგარეო ვალი (-2.1%). 2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის 79.5% საგარეო ვალია, ხოლო - 20.5% საშინაო ვალი. მთავრობის უმსხვილეს მრავალმხრივ კრედიტორთა სამეულია: IDA (47.8%), ADB (17.8%), IBRD (17.2%), ხოლო უმსხვილეს ორმხრივ კრედიტორთა სამეულია: გერმანია (41.5%), იაპონია (17.4%), რუსეთი (12.5%).

 

ფისკალური მდგრადობის მაჩვენებლები არ აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ განვითარებადი ქვეყნებისთვის დადგენილ კრიტიკულ ზღვრებს.

     
სახელმწიფო ვალის დინამიკა და ზრდის ტემპი    
1     

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მოცულობა გაზრდილია 336.1 მლნ. ლარით (3.9%) 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც დაგეგმილი წლიური ვალდებულებების მხოლოდ 32.4%-ია. თუ გავითვალისწინებთ, რომ სესხების ნაწილს შესრულებული სამუშაოს მიხედვით რიცხავენ (რომელთა უმეტესობა IV კვარტალში მოდის), ხოლო ნაწილი საბიუჯეტო დახმარებებია, რომლებიც მიბმულია გარკვეულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მათი შესრულების ანგარიშიც IV კვარტალში ხდება, შესაძლოა სესხების დიდი ნაწილი IV კვარტალში ჩაირიცხოს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამავე კვარტალში დაიხარჯება და აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს.

 

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის დიდი ნაწილი (79.5%) საგარეო ვალია. მართალია, საშინაო ვალის წილი სახელმწიფო ვალში მცირეა (20.5%), თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. ამ პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია (4.9 პროცენტული პუნქტი) 2013 წელთან შედარებით. საშინაო ვალის ზრდა გულისხმობს ეკონომიკიდან რესურსის ამოღებას, ამან შეიძლება ეკონომიკის განვითარება დააბრკოლოს. თუმცა რადგან საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი ძალიან პატარაა, ეს საშიშროება ჯერ არ დგას.

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

   
     სახელმწიფო ვალი პროცენტულად ნომინალურ მშპ-თან

 

ფისკალური მდგრადობის განსაზღვრისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ზღვრული პარამეტრია სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი პროცენტულად მშპ-სთან. აღნიშნული პარამეტრის მდგრადობის ზღვარი განვითარებადი ქვეყნებისთვის 50%*-ია.

 

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი პროცენტულად მშპ-ს (საპროგნოზო მაჩვენებელთან) მიმართ 30.6%-ია, რაც არ არემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ დადგენილ მდგრადობის ზღვარს.

 

აღნიშნულ მაჩვენებელს არც 2009-2013 წლებში გადაუჭარბებია სსფ-ის მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის დადგენილი ზღვრისთვის.

 

 

 

* - IMF - Guide for Public Debt, 2013

 

 

 2

     წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
სახელმწიფო ვალი პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან
3  

ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფისკალური მაჩვენებელია სახელმწიფო ვალი პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან, რომლის მდგრადობის ზღვარი, განსაზღვრულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მიერ და განვითარებადი ქვეყნებისთვის 300%-ია.*

 

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მაჩვენებელი ბიუჯეტის შემოსავლების მიმართ 122.6%**-ია, რაც დადგენილ ზღვარზე საგრძნობლად ნაკლებია. 2009-2013 წლებში აღნიშნულ მაჩვენებელს მდგრადობის ზღვრისთვის არ გადაუჭარბებია.

 

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, საგარეო ვალი პროცენტულად ბიუჯეტის შემოსვლებთან 97.5%*-ია.

 

 

 

* - IMF - Guide for Public Debt, 2013

** - დათვლილია  ბიუჯეტის შემოსავლების წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე დაყრდნობით.

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

   
    სახელმწიფო ვალი პროცენტულად ექსპორტთან

ფისკალური მდგრადობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ზღვრული პარამეტრია სახელმწიფო ვალი პროცენტულად ექსპორტთან. სსფ-ის მიერ განვითარებადი ქვეყნებისათვის დადგენილი ამ მაჩვენებლის ფისკალური მდგრადობის ზღვარი - 200%*-ია.

 

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალი ექპორტის მიმართ 160.7%**, ხოლო საგარეო ვალი ექსპორტის მიმართ 127.3%**-ია. არც ერთი პარამეტრი არ აღემატება სსფ-ის მიერ დადგენილ ზღვარს.

 

2009-2012 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი დადგენილი მდგრადობის ზღვარს აღემატებოდა, ხოლო 2013 წლიდან კლების ტენდენცია შეინიშნება.

 

 

 

* - IMF - Guide for Public Debt, 2013

** - დათვლილია  ექსპორტის წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე დაყრდნობით.

 

  4
    წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
ვალის მომსახურება პროცენტულად ექსპორტთან

 

ვალის მომსახურება პროცენტულად ბიუჯეტის შემოსავლებთან
 5   6

  წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

 

 წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ექსპორტის მიმართ 10.6%**-ია, რაც არ აღემატება სსფ-ის მიერ ამ მაჩვენებლისთვის დადგენილ მდგრადობის ზღვარზე (25%)*.

 

2009-2013 წლებში წლიურმა მაჩვენებელმა მდგრადობის ზღვარს მხოლოდ ერთხელ 2009 წელს გადააჭარბა (2.1 პროცენტული პუნქტი) და 27.1%-ს გაუტოლდა.

 

 

* - IMF - Guide for Public Debt, 2013

** - დათვლილია  ექსპორტის  წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე დაყრდნობით.

 

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, სახელმწიფო ვალის მომსახურება ბიუჯეტის შემოსავლებთან 8.1%**-ია, რაც არ აღემატება სსფ-ის მიერ ამ მაჩვენებლისთვის დადგენილ მდგრადობის ზღვარს (35%)*.

 

არც 2009-2013 წლებში გადაუჭარბებია აღნიშნულ მაჩვენებელს სსფ-ის მიერ განსაზღვრული მდგრადობის ზღვრისთვის (35%).

 

 

 

* - IMF - Guide for Public Debt, 2013

** - დათვლილია  ბიუჯეტის შემოსავლების წლიურ საპროგნოზო მაჩვენებელზე დაყრდნობით. 

Untitled
     
FooterIMG 

Developed by LLC FENOM