Logo pmcg

გამოცემა 33: საგარეო ვაჭრობა - III კვარტალი

26-Nov-2014
საგარეო ვაჭრობა  - III კვარტალი, 2014
გამოცემა  #33 / 28.11.2014

2014 წლის III კვარტალში, 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა (1.9%), რაც, ძირითადად, განპირობებულია იმპორტის ზრდით (4.9%). აღნიშნულ პერიოდში, შემცირებულია ექსპორტის მოცულობა (-6.2%), ძირითადად, რეექსპორტის შემცირების გამო, შესაბამისად, გაუარესებულია სავაჭრო ბალანსი (-11.5%).

 

2014 წლის III კვარტალში, საქართველოს სავაჭრო პარტნიორების უმსხვილესი ხუთეულია: თურქეთი (16.7%), აზერბაიჯანი (10.1%), ჩინეთი (8.0%), რუსეთი (7.5%) და უკრაინა (5.5%).

 

ექსპორტისა და იმპორტის წილი სავაჭრო ბრუნვაში    

2

წყარო: საქსტატი

 

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა (10.4%), მათ შორის, გაზრდილია იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში (0.9 პროცენტული პუნქტი), ხოლო ექსპორტის წილი შემცირებულია (-0.9 პროცენტული პუნქტი). აღნიშნულ პერიოდში გაუარესებულია სავაჭრო ბალანსი (-14.5%), რადგან იმპორტის მოცულობა უფრო მეტად არის გაზრდილი (11.7%), ვიდრე ექსპორტის მოცულობა (6.7%).

2014 წლის III კვარტალში გაზრდილია სავაჭრო ბრუნვა (1.9%), მათ შორის, გაზრდილია იმპორტის წილი მთლიან სავაჭრო ბრუნვაში (2.2 პროცენტული პუნქტი), შესაბამისად, შემცირებულია ექსპორტის წილი (-2.2 პროცენტული პუნქტი). აღნიშნულ პერიოდში გაუარესებულია სავაჭრო ბალანსი (-11.5%), რაც გამოწვეულია იმპორტის მოცულობის გაზრდით (4.9%; 102.9 მლნ. დოლარი) და ექსპორტის მოცულობის შემცირებით (-6.2%; -48.1 მლნ. დოლარი).

 

იმპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით   ექსპორტი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით

2

წყარო: საქსტატი

 

3

 

2014 წლის III კვარტალში, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით იმპორტის უმსხვილესი ხუთეულია: ნავთობი (12.7%), მსუბუქი ავტომობილები (9.1%), სამკურნალო საშუალებები (3.7%), ნავთობის აირები (2.6%) და ხორბალი და მესლინი (2.5%).

 

2014 წლის III კვარტალში გაზრდილია იმპორტის მოცულობა (4.9%) 2013 წლის III კვარტალთან შედარებით.

 

მათ შორის, მნიშვნელოვნად გაიზარდა სამკურნალო საშუალებების იმპორტი (21.8%). სამკურნალო საშუალებები, უმეტესად, შემოგვაქვს თურქეთიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, უნგრეთიდან და ავსტრიიდან და მათი თითქმის მესამედი (2014 წლის აგვისტოს მდგომარეობით) რეექსპორტირდება აზერბაიჯანში, უზბეკეთში, რუსეთში, ლიტვასა და სომხეთში.

 

გაზრდილია მსუბუქი ავტომობილების იმპორტიც (13.8%). მსუბუქი ავტომობილები შემოგვაქვს იაპონიიდან, აშშ-დან და გერმანიიდან და მათი დიდი წილი (79% - აგვისტო 2014) ექსპორტირდება აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, ბელგიაში, თურქეთში და, 2014 წლის აგვისტოდან, უკვე არაბთა გაერთიანებულ ემირატებშიც.

 

გაზრდილია, აგრეთვე, ნავთობისა (0.6%) და ნავთობის აირების იმპორტიც (9.6%). აღნიშნული პროდუქცია, ძირითადად, აზერბაიჯანიდან შემოგვაქვს.

 

საგრძნობლად არის შემცირებული (-20.8%) ხორბლისა და მესლინის იმპორტი. 2014 წლის III კვარტალში აღნიშნული პროდუქტი შემოვიდა მხოლოდ რუსეთიდან, მაშინ, როცა 2013 წელს ისინი იმპორტირდებოდა ყაზახეთიდან და უკრაინიდანაც.

 

2014 წლის III კვარტალში, სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ექსპორტის უმსხვილესი ხუთეულია: მსუბუქი ავტომობილები (16.3%), თხილი (10.8%), სპილენძის მადანი (8.6%), ფეროშენადნობები (8.0%) და ღვინო (6.2%).

 

2014 წლის III კვარტალში შემცირებულია ექსპორტის მოცულობა (-6.2%) 2013 წლის III კვარტალთან შედარებით.

 

მათ შორის, მკვეთრად არის შემცირებული მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი (-38.4%). ეს აიხსნება აზერბაიჯანის მიერ 2014 წლის აპრილში მიღებული ევრო-4-ის გარემოსდაცვითი სტანდარტით, რომელიც ზღუდავს მსუბუქი ავტომობილების იმპორტს, რომლებიც წარმოებულია ევროკავშირში 2005 წლამდე, აშშ-ში 2004 წლამდე და იაპონიაში 2011 წლამდე.

 

მნიშვნელოვნად არის გაზრდილი თხილის ექსპორტი (41.3%), რაც გამოწვეულია, როგორც თხილის ექსპორტის მოცულობის, ასევე, თხილზე ფასების ზრდითაც. აღნიშნული პროდუქცია, ძირითადად, გერმანიაში, იტალიასა და ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადის.

 

გაზრდილია, აგრეთვე, სპილენძის მადნის ექსპორტი (34.9%), რომელიც, ძირითადად, ჩინეთში გადის, და ფეროშენადნობები (9.1%), რომლებიც აშშ-ში გადის.

 

გაზრდილია ღვინის ექპორტიც (12.4%). ღვინო, ძირითადად, რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში გადის.

     
ხუთი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა იმპორტში   ხუთი უმსხვილესი პარტნიორი ქვეყანა ექსპორტში
4   5
 წყარო: საქსტატი    წყარო: საქსტატი

2014 წლის III კვარტალში, იმპორტში პარტნიორი ქვეყნების უმსხვილესი ხუთეულია: თურქეთი (19.5%), ჩინეთი (9.1%), აზერბაიჯანი (7.3%), რუსეთი (6.4%) და უკრაინა (6.0%).

 

მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპორტი თურქეთიდან (29%), სამკურნალო საშუალებების და პატარა კონტეინერების იმპორტის ზრდის ხარჯზე.

 

გაზრდილია, აგრეთვე, ჩინეთიდან იმპორტი (41.0%), რაც, ძირითადად, მოიცავს ელექტრონულ მოწყობილობებსა და სხვა აღჭურვილობებს, ისევე როგორც მათ ნაწილებს.

 

მცირედით არის გაზრდილი აზერბაიჯანიდან იმპორტი (0.6%), რომელიც, ძირითადად, მოიცავს ნავთობს და ნავთობის აირებს.

 

შემცირებულია იმპორტი რუსეთიდან (-13.6%) და უკრაინიდან (-20.4%). რუსეთიდან იმპორტი, ძირითადად, მოიცავს ხორბალსა და მესლინს, ზეთს, აგრეთვე, ნავთობს; ხოლო უკრაინიდან- სიგარეტს, რკინისა და ფოლადის მეტალოკონსტრუქციებს.

 

2014 წლის III კვარტალში, ექსპორტში პარტნიორი ქვეყნების უმსხვილესი ხუთეულია: აზერბაიჯანი (18.5%), რუსეთი (10.6%), სომხეთი (9.3%), თურქეთი (8.3%) და აშშ (6.1%). ეს უკანასკნელი ექსპორტში საქართველოს უმსხვილესი პარტნიორების ხუთეულში 2014 წლის III კვარტლიდან შევიდა.

 

გაზრდილია ექსპორტი რუსეთში (26.5%), სადაც საქართველოდან, ძირითადად, გადის ღვინო, მინერალური წყლები, მსუბუქი ავტომობილები, ფეროშენადნობები და სპირტიანი სასმელები.

 

გაზრდილია ექსპორტი თურქეთშიც (13.3%), რაც, ძირითადად, მოიცავს სასუქს, ელექტროენერგიას, რკინისა და ფოლადის მეტალოკონსტრუქციებს.

 

აგრეთვე, გაზრდილია ექპორტი აშშ-ში (33.6%), რაც, ძირითადად, მოიცავს საჰაერო ან ვაკუუმიან ტუმბოებსა და ფეროშენადნობებს.

 

შემცირებულია ექსპორტი აზერბაიჯანში (-30.8%), რაც ძირითადად განპირობებულია საქართველოდან აზერბაიჯანში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის შემცირებით. გარდა მსუბუქი ავტომობილებისა, აზერბაიჯანში ექსპორტირდება რკინისა და ფოლადის მეტალოკონსტრუქციები, სამკურნალო საშუალებები და ცოცხალი მსხვილფეხა პირუტყვი.

 

აგრეთვე, შემცირებულია სომხეთში ექსპორტი (-16.5%), რომელიც, ძირითადად, მოიცავს მსუბუქ ავტომობილებს, რკინისა და ფოლადის მეტალოკონსტრუქციებს, ხორბალსა და მესლინს.

Untitled

 

FooterIMG 

Developed by LLC FENOM