Logo pmcg

გამოცემა 35: მშენებლობა - III კვ. 2014

24-Dec-2014
მშენებლობა  -  III კვ. 2014
გამოცემა  #35 / 24.12.2014

2014 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპში მშენებლობის დარგის წილი ყველაზე მაღალია (ზრდის ტემპის მეხუთედი) და მშპ-ს 5.9%-იანი ზრდის ტემპიდან 1.2%-ს შეადგენს.

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, სამშენებლო სექტორი საკმაოდ გააქტიურდა. აღნიშნული სექტორის გამოშვება გაზრდილია (28.1%) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. გაზრდილია, აგრეთვე, ინვესტიციები მშენებლობაში (312.7%), ხოლო 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ამ სექტორზე გაცემული სესხები გაზრდილია 2.0%-ით.

 

მშენებლობაში შექმნილი პროდუქციის დინამიკა, 2012-2014    
1  

2014 წლის პირველ სამ კვარტალში მშენებლობაში შექმნილი პროდუქცია გაზრდილია (16.3%; 135.7 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. აღნიშნული გამოწვეულია ამავე მაჩვენებლის მკვეთრი ზრდით, როგორც II (17.9%), ასევე, III (17.8%) კვარტლებში 2013 წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით.

 

მშენებლობის დარგში შექმნილი შიდა პროდუქტი სეზონურობით ხასიათდება, რაც ძირითადად გამოიხატება აღნიშნულ პერიოდში IV კვარტალში მშენებლობის დარგში შექმნილი პროდუქციის შემცირებით წლის პირველ სამ კვარტლთან შედარებით. შესაბამისად, 2014 წლის IV კვარტალშიც მშენებლობის დარგში შექმნილი პროდუქციის შემცირებაა მოსალოდნელი.

 

 

    მშენებლობის სექტორის ბრუნვა, 2012-2014

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობაში პროდუქციის გამოშვება გაზრდილია (28.1%; 530.0 მლნ. ლარი) 2013 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით და 2 418.0 მლნ. ლარს უტოლდება. მშენებლობის დარგში გამოშვებული პროდუქციის 91.1%-ს შენობება-ნაგებობების მშენებლობა წარმოადგენს. მშენებლობაში პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი (49.8%; 350.9 მლნ. ლარი) 2014 წლის III კვარტალშიც, 2013 წლის III კვარტალთან შედარებით. ამ პერიოდში მშენებლობაში პროდუქციის გამოშვება საწარმოების ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი (73.2%), საშუალო (14.6%), მცირე (12.2%).

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით გაზრდილია მშენებლობის სექტორის ბრუნვაც (33.3%; 551.9 მლნ. ლარი) 2013 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია III კვარტალშიც (45.1%; 304.0 მლნ. ლარი). ამავე პერიოდში, პროდუქციის ბრუნვაში წილი საწარმოების ზომის მიხედვით შემდეგია: მსხვილი (77.7%), საშუალო (13.2%), მცირე (9.1%), მათ შორის, გაზრდილია საშუალო ზომის საწარმოების წილი (2.9 პროცენტული პუნქტი), ხოლო შემცირებულია მსხვილი (-1.8 პროცენტული პუნქტი) და მცირე საწარმოების (-1.1 პროცენტული პუნქტი) წილი.

 

 

5

 წყარო: საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობაში, 2012-2014    

3

წყარო: საქსტატი

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის შემდეგ (27.5%), მშენებლობის სექტორზე მოდის (22.5%; 207.6 მლნ. აშშ დოლარი), რაც მნიშვნელოვნად აღემატება (15.5 პროცენტული პუნქტი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღნიშნულ პერიოდში, მშენებლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა გაზრდილია (312.7%; 157.4 მლნ. დოლარი) 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი ზრდა ფიქსირდება III კვარტალში, მაშინ, როცა 2013 წლის III კვარტლის მაჩვენებელი უარყოფითი იყო (-3.4 მლნ. აშშ დოლარი), რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს უცხოური მმართველობის ქვეშ არსებული კომპანიების მიერ საკუთარი მოგების ქვეყნის გარეთ გატანით, ან ამავე კომპანიების ზარალით.

 

2014 წლის III კვარტალში მშენებლობაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დადებითად აისახება მომდევნო პერიოდში მშენებლობაში შექმნილი პროდუქციის მოცულობაზე, რადგან ინვესტიციები დროითი ლაგით ხასიათდება.

 

    მშენებლობაზე გაცემული სესხები , 2012-2014

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობის დარგზე გაცემული სესხები (408.0 მლნ. ლარი) კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკის დარგებზე ეროვნული და უცხოური ვალუტით გაცემული სესხების 7.2%-ს შეადგენს.

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხების მოცულობა შემცირებულია 2013 წელთან შედარებით (-7.8%; -34.7 მლნ. ლარი). თუმცა, 2014 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მშენებლობის სექტორზე გაცემული სესხები გაზრდილია (2.0%; 7.9 მლნ. ლარი), 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

4

წყარო: საქსტატი

მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა და ანაზღაურება    

2

წყარო: საქსტატი

 

2012-2014 წლებში მშენებლობის დარგში გამოშვების ზრდა დადებითად აისახა, როგორც ამ დარგში დასაქმებულთა რაოდენობაზე, ასევე, ამ დარგში დასაქმებულთა ანაზღაურებაზე.

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა 10.9% მშენებლობის დარგშია დასაქმებული. 2014 წლის III კვარტლის მგომარეობით, მშენებლობის დარგში დასაქმებულია 56937 ადამიანი, რაც 12.7%-ით (6400 კაცით) აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

 

2014 წლის III კვარტლის მდგომარეობით, მშენებლობაში დასაქმებულთა საშუალოთვიური ხელფასის მოცულობაც გაზრდილია, როგორც 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელთან (14.7%; 151.83 ლარით), ასევე, 2014 წლის II კვარტალთან შედარებით (4.6%; 52.4 ლარით) და 1 183.1 ლარს შეადგენს. საშუალოთვიური ხელფასის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ბოლო წლების განმავლობაში არც ერთ კვარტალში არ დაფიქსირებულა.

    მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობა, 2013

2013 წელს მშენებლობაში პროდუქციის ბრუნვის მიხედვით, ყველაზე მსხვილი რეგიონებია: თბილისი (64.8%), აჭარა (14.4%), სამეგრელო-ზემო-სვანეთი (3.4%) და იმერეთი (3.3%), ხოლო მშენებლობაში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით: თბილისი (60.4%), აჭარა (13.3%) და იმერეთი (5.8%).

 

2013 წელს მშენებლობის დარგში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა მხოლოდ მცხეთა-მთიანეთისა (41.5%) და აჭარის რეგიონებში (7.2%), დანარჩენ რეგიონებში კი შემცირდა.

 

2013 წელს საშუალოთვიური ანაზღაურების მიხედვით ყველაზე მსხვილი რეგიონებია: სამცხე-ჯავახეთი (1642.4 ლარი), თბილისი (964.2 ლარი) და ქვემო ქართლი (903.4 ლარი).

 

2013 წელს საშუალოთვიური ანაზღაურება ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ რეგიონებში: სამცხე-ჯავახეთი (240.9%), რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი (34.3%), მცხეთა-მთიანეთი (33.9%).

 

 

6

 წყარო: საქსტატი

7256

 

FooterIMG 

Developed by LLC FENOM