Logo pmcg

გამოცემა 38: ვიზიტორები საქართველოში - 2014

22-Jan-2015
ვიზიტორები საქართველოში - 2014
გამოცემა  #38 / 22.01.2015

2014 წელს საქართველოში 101.2 ათასი ვიზიტორით მეტი შემოვიდა 2013 წელთან შედარებით. ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა (86.2%) სახმელეთო გზით, მეზობელი ქვეყნებიდან (თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) შემოვიდა.

 

ამ პერიოდში გაიზარდა როგორც სახმელეთო (0.8%), ასევე საჰაერო გზით შემოსული ვიზიტორების რაოდენობაც (9.4%).

 

2014 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც ტურისტული მომსახურების ექსპორტი (4.6%), ასევე - იმპორტი (1.3%). ამავე პერიოდში გაზრდილია ტურიზმში შექმნილი დამატებული ღირებულებაც (11.8%). 

     ვიზიტორები საქართველოში, 2012-14

საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვანია როგორც უცხოური ვალუტის შემოდინებისთვის, ასევე ქვეყანაში ტურიზმის შემდგომი განვითარებისთვის. 2014 წელს საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 5.5 მლნ.-ს უტოლდება, რაც აღემატება (1.9%) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია I (7.6%) და III (2.2%) კვარტლებში. მაშინ, როცა II (-0.4%) და IV კვარტლებში (-0.5%) მათი რიცხვი შემცირებულია.

 

აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში ვიზიტების კატეგორიების სტრუქტურა შემდეგია: 24 სთ და მეტი1 (40.4%), ტრანზიტი (20.2%) და სხვა კატეგორია (39.4%). 2014 წელს გაზრდილია 24 სთ და მეტი კატეგორიის (7.4%) და სხვა კატეგორია2 (1.3%) ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო შემცირებულია (-7.0%) ტრანზიტები.

 

თუ დავაკვირდებით 2012-14 წლების ტენდენციას, წლის განმავლობაში ივლისი და აგვისტო გამოირჩევა ვიზიტორთა შემოსვლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით. 2014 წელს ივლისსა და აგვისტოში წლის განმავლობაში ვიზიტორთა 26.3% შემოვიდა, ხოლო მათი რაოდენობა ყველაზე მეტად გაზრდილია ივლისის თვეში (9.2%) წინა წლის შესაბამის პერიოთან შედარებით.

 

 

 

 1

 წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

შემოსვლები საზღვრის ტიპების მიხედვით, 2014   ტოპ 5 ქვეყანა საერთაშორისო შემოსვლების მიხედვით, 2014

2

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

3

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

2014 წლის მდგომარეობით, საქართველოში ვიზიტორების შემოსვლების სტრუქტურა საზღვრის ტიპის მიხედვით 2013 წლის სტრუქტურის ანალოგიურია: სახმელეთო (86.2%), საჰაერო (11.7%), სარკინიგზო (1.3%) და საზღვაო (0.8%). ამასთან, გაზრდილია როგორც სარკინიგზო (13.5%) და საჰაერო (9.4%), ასევე, სახმელეთო (0.8%) გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, ხოლო შემცირებულია (-2.0%) საზღვაო გზით შემოსულთა რაოდენობა.

 

გაზრდილია როგორც ქუთაისისა (21.6%) და ბათუმის (19.1%) აეროპორტებიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, ასევე თბილისის აეროპორტიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა (6.5%). ამასთან, ქუთაისის აეროპორტიდან შემოვიდა 83.4 ათასს (13.0%), ბათუმიდან - 65.5 ათასს (10.2%), ხოლო თბილისიდან 492.0 ათასი (76.8%) კაცი.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა (4.7 მლნ.) სახმელეთო გზით შემოვიდა, გასაკვირი არა არის, რომ ქვეყნების მიხედვით ვიზიტორთა სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი მოსაზღვრე თურქეთს (26.1%), სომხეთს (24.1%), აზერბაიჯანსა (23.3%) და რუსეთს (14.7%) აქვთ. ამასთან, გაზრდილია ვიზიტორების რაოდენობა აზერბაიჯანიდან (19.2%), რუსეთიდან (5.6%), სომხეთიდან (2.3%), ხოლო თურქეთიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირებულია (-10.1%).

  
    ტურისტული მომსახურების ექსპორტ-იმპორტი, 2012-14

ქვეყანაში უცხოეთიდან ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხა საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა.

 

2014 წლის პირველი სამი კვარტლის მდგომარეობით, გაზრდილია ტურისტული მომსახურების ექსპორტი3 (4.6%; 61.2 მლნ. აშშ დოლარი), ე.ი ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება, ასევე - იმპორტიც4 (1.3%; 2.8 მლნ. აშშ დოლარი), ე.ი ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება, თუმცა მცირედით.

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ტურისტული მომსახურების ექპორტის მოცულობა 1 394.8 მლნ. აშშ დოლარია, ხოლო ტურისტული მომსახურების იმპორტის მოცულობა 219.9 მლნ. აშშ. დოლარია.

 

 

 

 

4

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

ტურიზმში შექმნილი დამატებული ღირებულება და ზრდის ტემპი, 2012-14    

6316

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ტურიზმის სფეროებში (განთავსების ობიექტები, კვების ობიექტები, ტრანსპორტი და ტურისტული კომპანიები) შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულება გაზრდილია (6.3%; 69.0 მლნ. ლარი) 2013 წელთან შედარებით და 1 170.0 მლნ. ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი 2014 წლის სამი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 6.2%-ია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.2 პროცენტული პუნქტით აღემატება.

 

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, ტურიზმში შექმნილი დამატებული ღირებულება გაზრდილია როგორც I (16.1%; 43.4 მლნ. ლარი) და II (10.7%; 39.6 მლნ. ლარი), ასევე - III კვარტალში (9.6%; 35.0 მლნ. ლარი).

 

 

 

   

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ტურიზმის სექტორში, 2012-14

2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იმ სფეროებში (სასტუმროები და რესტორნები, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა), რომლებიც ხელს უწყობს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას, გაზრდილია (2.6-ჯერ; 164.1 მლნ. აშშ დოლარი) და 264.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, რაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციების 28.6%-ს.

 

ამასთან, აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია, როგორც სასტუმროებსა და რესტორნებში (24.6 მლნ. აშშ. დოლარი), ასევე, ტრანსპორტსა და კომუნიკაციებში განხორციელებული ინვესტიციები (139.6 მლნ. აშშ დოლარი). აღნიშნულ სექტორებში ინვესტიციების განხორციელება დადებითად აისახება, როგორც უშუალოდ ამ დარგების, ასევე - ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზეც.

 

6

 წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

 


 

1 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის განმარტებით, ვიზიტორი კლასიფიცირდება ტურისტად, თუ ნებაყოფლობით ტოვებს მუდმივი საცხოვრებლის ადგილის ფარგლებს, რაც მოიცავს ღამისთევას და არ რჩება სხვა ტერიტოზიაზე 1 წელზე მეტი ხნით.

2 საერთაშორისო მოგზაურები, რომლებიც იმავე სასაზღვრო პუნქტით ტოვებენ ქვეყანას, რომლითაც შემოვიდნენ და ამასთანავე ქვეყანაში არ რჩებიან 24 საათზე მეტი დროით.   

123

 

FooterIMG 

Developed by LLC FENOM