Logo pmcg

გამოცემა 39: ბენზინის ფასების ცვლილება მსოფლიოსა და საქართველოში

06-Feb-2015
ბენზინის ფასების ცვლილება მსოფლიოსა და საქართველოში, 2014
გამოცემა  #39 / 06.02.2015

2014 წლის ივლისიდან დაიწყო მსოფლიო ბაზარზე ნედლ ნავთობზე ფასის მკვეთრი შემცირება. 2014 წლის ივლისთან შედარებით, 2015 წლის იანვარში 1 ბარელ (116 ლიტრი) ნავთობზე ფასი 57.45 აშშ დოლარით შემცირდა და 45.7 აშშ დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ფასები შემცირდა 55.7%-ით. ამასთან, საქართველოში 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასი შემცირდა 20.3%-ით.

 

2014 წელს, მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ყოველდღიური მიწოდება 2.1%-ით გაიზარდა 2013 წელთან შედარებით. გაზრდილია, აგრეთვე, ყოველდღიური მოთხოვნაც, თუმცა მცირედით (0.7%). შესაბამისად, 2014 წლის განმავლობაში ნედლი ნავთობის ყოველდღიური მიწოდება საშუალოდ 0.8 მლნ. ბარელით აღემატებოდა მოთხოვნას.

 

ნედლი ნავთობის მოთხოვნა-მიწოდება, 2012-14   1 ბარელი (116 ლიტრი) ნედლი ნავთობის ფასი, 2014-15

1

წყარო: International Energy Agency

 

 6800

წყარო: www.investing.com

2014 წლის ყველა კვარტალში მსოფლიო ბაზარზე ნედლი ნავთობის ყოველდღიური მიწოდება აღემატებოდა ყოველდღიურ მოთხოვნას. 2014 წელს, წინა წელთან შედარებით, ნავთობის ყოველდღიური მიწოდება საშუალოდ 1.9 მლნ. ბარელით გაიზარდა და 93.2 მლნ. ბარელი შეადგინა, ხოლო ყოველდღიური მოთხოვნა საშუალოდ 0.62 მლნ. ბარელით გაიზარდა და 92.4 მლნ. ბარელს გაუტოლდა.

 

2014 წელს, ნედლი ნავთობის ყოველდღიური მიწოდების მოთხოვნასთან შედარებით უფრო მეტად ზრდა აისახა ბარელი ნავთობის ფასზე და მისი შემცირება გამოიწვია. მსოფლიო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობის ფასმა შემცირება ივლისიდან დაიწყო. 2015 წლის იანვარში, 2014 წლის ივლისთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 55.7%-ით შემცირდა და 45.7 აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

მიუხედავად ნავთობის ფასის შემცირებისა, მსოფლიოში ამ პროდუქციის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელი OPEC არ ცვლის ბაზარზე მიწოდებული ნავთობის მოცულობას, რაც შესაძლოა იმით აიხსნას, რომ არ სურს საბაზრო წილის დაკარგვა.

 

    1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინის ფასები ევროპასა და აშშ-ში, 2014-15

2014 წლის ივლისიდან ნედლ ნავთობზე ფასების შემცირებამ გამოიწვია ბენზინის გაიაფება. ბენზინის გაიაფების პროცესი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულ პერიოდებში დაიწყო და ფასის შემცირების დონეც განსხვავებულია.

 

ბენზინის ფასების შემცირება აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში (ბელგია, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი) ერთსა და იმავე პერიოდში, 2014 წლის ივლისიდან, დაიწყო.

 

2015 წლის იანვარში, აშშ-ში 1 ლიტრი პრემიუმის ტიპის ბენზინზე ფასი 35 ცენტით (-34.2%) შემცირდა 2014 წლის ივლისთან შედარებით, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ნედლ ნავთობზე ფასის შემცირებას.

 

ამავე პერიოდში, ევროპის ქვეყნებში 1 ლიტრი პრემიუმის ფასი უფრო მეტად არის შემცირებული ვიდრე აშშ-ში ღირებულების თვალსაზრისით. კერძოდ, აღნიშნული მაჩვენებელი ბელგიაში 64 ცენტით (-29.5%), იტალიაში 62 ცენტით (-26.2%) და გერმანიაში 60 ცენტით (-28.3%) შემცირდა, რაც, აგრეთვე, მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება მსოფლიო ბაზარზე ნედლ ნავთობზე ფასის შემცირების დონეს.

 

 

6626

 წყარო: U.S. Energy Information Administration

 

1 ლიტრი ბენზინის ფასი საქართველოში, 2014-15    

 

6690

წყარო: Gulf Georgia

 

საქართველოში ბენზინის გაიაფება სექტემბრიდან დაიწყო, რაც მიანიშნებს რომ საქართველოს ბაზარს ნედლ ნავთობზე ფასების ცვლილება 2 თვის ლაგით გადმოეცა.

 

2015 წლის იანვარში, 1 ლიტრი პრემიუმის ფასი 47 თეთრით (-20.3%) შემცირდა 2014 წლის ივლისთან შედარებით და 1.85 ლარი შეადგინა. გაიაფდა, აგრეთვე, რეგულარიც 46 თეთრით (-21.4%) და მისი ფასი 1.69 ლარია. პრემიუმისა და რეგულარის ტიპის ბენზინის ფასები, ვალუტის კურსის გათვალისწინებით, შესაბამისად, 39 და 37 ცენტით შემცირდა. საქართველოში ბენზინზე ფასის შემცირება მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება როგორც ნედლ ნავთობზე,  აგრეთვე - სხვა ზემოთ დასახელებულ ქვეყნებში ბენზინის ფასის შემცირების დონეს.

 

2014 წელს შემცირდა საქართველოში იმპორტირებული ბენზინის ჯამური ღირებულებაც (-7.3%; -27.4 მლნ. აშშ დოლარი) 2013 წელთან შედარებით. იმის გათვალისწინებით, რომ 2014 წლის პირველი 10 თვის მდგომარეობით, იმპორტირებული ბენზინის მოცულობა გაზრდილია 0.8%-ით (2.6 მლნ. კგ), იმპორტირებული ბენზინის ჯამური ღირებულების შემცირება გამოწვეულია ბაზარზე ამ პროდუქციის გაიაფებით.

 

 

 

 

    სხვადასხვა ქვეყნის ვალუტების გაცვლითი კურსების პროცენტული ცვლილება დოლართან მიმართებით

ერთ-ერთ მიზეზი, თუ რატომ ჰქონდა შედარებით მცირე გავლენა ნედლ ნავთობზე ფასების შემცირებას ბენზინის ფასის ცვლილებაზე საქართველოს შემთხვევაში, შეიძლება დასახელდეს აღნიშნულ პერიოდში ლარის გაუფასურება დოლარის მიმართ.

 

2015 წლის იანვარში, დოლარი ლარის მიმართ გამყარდა 13%-ით 2014 წლის აგვისტოსთან შედარებით. საყურადღებოა, რომ აღნიშნულ პერიოდში დოლარი ევროს მიმართაც იმავე დონით (13%) გამყარდა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევროპის ქვეყნებში ბენზინის ფასი უფრო მეტად გაიაფდა ვიდრე საქართველოში.

 

ამას გარდა, ბენზინის საბოლოო ფასზე გავლენას ახდენს, პროდუქციის იმპორტიორის ლოჯისტიკური ხარჯები (ტრანსპორტირება, დასაწყობება და გადასახადები).

 

6541

 წყარო: www.oanda.com

ინფლაცია წინა წლის შესაბამის თვესთან, 2013-14    

6

წყარო: საქსტატი

 

2015 წლის დეკემბერსა და იანვარში, ტრანსპორტის ჯგუფში (მათ შორის ბენზინი, დიზელი, საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა, შორი მიმოსვლის მატარებელით მგზავრობა) ინფლაციის მაჩვენებელი უარყოფითია, რაც ნიშნავს, რომ დეკემბერსა (-1.6%) და იანვარში (-6%) ტრანსპორტის ჯგუფში ფასები შემცირდა წინა წლის შესაბამის თვეებთან შედარებით.

 

2015 წლის იანვარში ფასების საერთო დონე გაზრდილია (1.4%) 2014 წლის იანვართან შედარებით, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი ზღვრულ მაჩვენებელს (5%) არ სცდება და, შესაბამისად, საგანაგაშო არ არის.

 

 

 

 

5602

 

FooterIMG 

Developed by LLC FENOM