Logo pmcg

გამოცემა 40: საბანკო სექტორი - 2014

17-Feb-2015
საბანკო სექტორი, 2014
გამოცემა  #40 / 20.02.2015

2014 წელს გაზრდილია დეპოზიტების მოცულობა (20.8%) 2013 წელთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში გაზრდილია აგრეთვე ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობაც (23.4%).

 

2014 წელს უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების წილი არ შეცვლილა (60.2%) 2013 წელთან შედარებით, რაც ნიშნავს რომ დეპოზიტების დოლარიზაციის დონეც არ შეცვლილა. აღნიშნულ პერიოდში უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების წილი მთლიან სესხებში 60.8%, რაც ჩამოუვარდება (-1.2% პუნქტი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს.


აღნიშნულ პერიოდში 22%-ით (85.8 მლნ. ლარით) არის გაზრდილი კომერციული ბანკების მოგება.

 

ლარსა და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა, 2013-14    

1

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

2014 წელს, ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების ჯამური მაჩვენებელი 12 425.5 მლნ. ლარია, რაც 20.8%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. გაზრდილია, როგორც ლარით (20.7%; 849.5 მლნ. ლარი), ასევე, უცხოური ვალუტით (20.8%; 1 288.0 მლნ. ლარი) დენომინირებული დეპოზიტები. თუმცა უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების ზრდაში გასათვალისწინებელია აგრეთვე აღნიშნულ პერიოდში ვალუტის კურსის ცვლილების ფაქტორიც.

 

უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების წილი (60.2%, 7 476.5 მლნ. ლარი) კვლავ აღემატება ლარით დენომინირებული დეპოზიტების წილს (39.8%, 4 949 მლნ.ლარი). უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს, უცხოური ვალუტით დენომინირებული დეპოზიტების წილი არ შეცვლილა 2013 წელთან შედარებით, რაც ნიშნავს, რომ დოლარიზაციის დონეც არ შეცვლილა.

 

უცხოურ ვალუტაში დენომინირებული დეპოზიტების სტრუქტურა შემდეგია: აშშ დოლარი (81.57%), ევრო (15.8%), ფუნტი სტერლინგი (2.1%), შვეიცარული ფრანკი (0.3%), რუსული რუბლი (0.03%) და სხვა (0.2%).

 

2014 წელს, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 5.2%-ია, რაც ჩამოუვარდება (-1.8% პუნქტი) 2013 წლის საშუალო მაჩვენებელს (7%). აღნიშნულ პერიოდში საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით დენომინირებულ  დეპოზიტებზეც შემცირებულია (-0.9 პროცენტული პუნქტი) და 7.6%-ს შეადგენს.

 

   

ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა, 2013-14

2014 წელს კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების მოცულობა 13 080 მლნ. ლარია, რაც აღემატება (23.7%; 2 510.9 მლნ. ლარი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 60.8% (7 954 მლნ. ლარი) უცხოურ ვალუტაში, ხოლო 39.2% ეროვნულ ვალუტაშია (5 126 მლნ. ლარი) დენომინირებული.

 

2014 წელს, საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე 11.9%-ია, რაც ჩამოუვარდება (-1.6% პუნქტი) 2013 წლის დეკემბრის მაჩვენებელს, ხოლო საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი ეროვნული ვალუტით დენომინირებულ სესხებზე 18.2%, რაც 2.5% პუნქტით შემცირებულია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

 

აღნიშნულ პერიოდში კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე გაცემული სესხების 51%-ს იურიდიულ პირებზე, ხოლო 49%-ს ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები წარმოადგენდა. ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების 42% უცხოურ ვალუტაში, ხოლო 58% ეროვნულ ვალუტაში იყო დენომინირებული. განსხვავებულია იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების სტრუქტურა, რომლის 77% უცხოურ ვალუტაში, ხოლო 23% ეროვნულ ვალუტაში იყო დენომინირებული.



2014 წელს გაზრდილია როგორც ფიზიკურ (30.0%; 1 414.6 მლნ. ლარი), ასევე - იურიდიულ პირებზე (17.6%; 948.7 მლნ. ლარი) გაცემული სესხების მოცულობა 2013 წელთან შედარებით.

 

2

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

სესხები საქმიანობის სახეების მიხედვით, 2013-14    

 

3

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

                 საქსტატი

 

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით, მშპ-ს ზრდაში ყველაზე დიდი წილი აქვთ მშენებლობის (1.2%), ვაჭრობისა (1.1%) და მრეწველობის (1.1%) სექტორებს.

 

2014 წელს კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ეკონომიკაზე გაცემული სესხების მიხედვით ყველაზე მსხვილი სექტორებია: ვაჭრობა (30.7%), მრეწველობა (25.0%), ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები და კომერციული საქმიანობა (7.0%) და მშენებლობა (6.7%).

 

2014 წელს, მრეწველობის (68%), სოფლის მეურნეობის (83%), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების (60%) სექტორებზე, აგრეთვე უძრავი ქონებით ოპერაციები, კვლევები და კომერციული საქმიანობისთვის (2-ჯერ) გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია, ხოლო ვაჭრობის (-20%) და მშენებლობის (-3%) სექტორებზე შემცირებულია.

 

 

 

 

    შინამეურნეობებზე გაცემული სესხების დინამიკა, 2013-2014

2014 წელს, შინამეურნეობებზე გაცემული სესხების მოცულობა გაზრდილია (30.5%; 1 175 მლნ. ლარი) 2013 წელთან შედარებით.

 

შინამეურნეობებზე გაცემულ სესხებში ყველაზე დიდი წილი სამომხმარებლო (36.5%) და უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს (45.7%) აქვთ. სამომხმარებლო სესხების 82.3% ეროვნული ვალუტით, ხოლო 17.7% უცხოური ვალუტით არის გაცემული. განსხვავებული სტრუქტურა აქვს უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებს, რომელის 78.5% უცხოურ ვალუტაში, ხოლო 21.5% ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხებია.

 

2014 წელს გაიზარდა როგორც სამომხმარებლო (23.8%; 429.2 მლნ. ლარი), ასევე, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები (36.4%; 745.9 მლნ. ლარი) 2013 წელთან შედარებით.

 

4

 წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

უმოქმედო სესხების დინამიკა და წილი მთლიან სესხებში, 2009-14

   

5

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელის ხარისხის განსაზღვრისათვის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია უმოქმედო და ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა.

 

2014 წელს უმოქმედო სესხების მოცულობა გაზრდილია (25.0%; 197.4 მლნ. ლარი) 2013 წელთან შედარებით და 988.2 მლნ. ლარს შეადგენს. თუმცა უმოქმედო სესხების წილი მთლიან სესხებში მცირედით არის გაზრდილი (0.1 პროცენტული პუნქტი) და 7.6%-ს შეადგენს. აღნიშნულ პერიოდში, სპეციალური რეზერვები უმოქმედო სესხების 48.1%-ს ფარავს.

 

2014 წელს, გაზრდილია ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა (8.9%), თუმცა აღნიშნული მაჩვენებლის წილი მთლიან სეხებში შემცირებულია (-0.2% პუნქტი) 2013 წელთან შედარებით და 1.9%-ს უტოლდება.

 

 

 

 

   

კომერციული ბანკების შემოსავლები და ხარჯები, 2007-14

2014 წელს, კომერციული ბანკების მოგება 85.8 მლნ. ლარით არის გაზრდილი (22.0%) წინა წელთან შედარებით და 474.8 მლნ. ლარს შეადგენს.

 

გაზრდილია, კომერციული ბანკების როგორც შემოსავლები (10.8%; 261.7 მლნ. ლარი), ასევე ხარჯები (6.9%; 137.3 მლნ. ლარი).

 

აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში კომერციული ბანკების მიერ საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული მოგება 118.1 მლნ. ლარია, რაც ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (-10.4%; -13.6 მლნ. ლარი). თუმცა, დეკემბრში  საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებული შემოსავალი 3-ჯერ (17.5 მლნ. ლარი) აღემატება წინა თვის მაჩვენებელს და 23 მლნ. ლარს შეადგენს.

 

2014 წლის დეკემბერში კომერციული ბანკების უკუგება კაპიტალზე (ROE) 14.8%-ია, რაც 0.1 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება 2013 წლის მაჩვენებელს (14.9%).

 

6

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

5602

 

FooterIMG 

Developed by LLC FENOM