Logo pmcg

გამოცემა 41: ენერგეტიკის სექტორი - 2014

10-Mar-2015
ენერგეტიკის სექტორი, 2014
გამოცემა  #41 / 10.03.2015

2014 წელს გაზრდილია როგორც ელექტროენერგიის შიდა წარმოება (2.9%; 292.9 მლნ.კვტ.საათი), ასევე მოხმარება (5.1%; 507 მლნ.კვტ.სთ) 2013 წელთან შედარებით. თუმცა აღნიშნულ პერიოდში მოხმარება აღემატება (248.3 მლნ.კვტ.სთ) წარმოებას და გადაჭარბებული მოხმარების უზრუნველყოფა პროდუქციის იმპორტით მოხდა (793.2 მლნ.კვტ.სთ).


2014 წელს ენერგეტიკის დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება გაზრდილია (5.2%) 2013 წელთან შედარებით.


2014 წლის სამი კვარტლის მდგომარეობით შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში (-52.9%) 2013 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

 

ელ.ენერგიის ბალანსი, 2013-15
  საბალანსო ელ.ენერგიის საშუალო შეწონილი ფასი, 2013-15 

11

წყარო: ესკო

 

მეორე

წყარო: ესკო

 

2015 წლის იანვარში, ქვეყანაში ელექტროენერგიის წარმოება ჩამოუვარდება (166 მლნ.კვტ.სთ) მოხმარებას. ამ პერიოდში უარყოფითი ენერგობალანსის დასაფარად მოხდა ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთიდან (114.8 მლნ. კვტ.სთ) და აზერბაიჯანიდან (51.2 მლნ.კვტ.სთ).

 

2015 წლის იანვარში, ელექტრო ენერგიის წარმოება უფრო ნაკლებად არის გაზრდილი (0.3%, 2.69 მლნ. კვტ.სთ) ვიდრე მოხმარება (4.4%, 43 მლნ. კვტ. სთ) 2014 წლის იანვართან შედარებით. ამ პერიოდში შესაბამისად გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტიც (32.1%; 40.369 მლნ.კვტ.სთ).

 

ელექტროენერგიის მოხმარების და წარმოების ბალანსი უარყოფითია (-248.3 მლნ.კვტ.სთ) 2014 წელსაც. საყურადღებოა, რომ დეფიციტი გაზრდილია (6-ჯერ, 213. მლნ.კვტ.საათით) 2013 წლის მაჩვენებელთან შედარებით (33.7 მლნ.კვტ.სთ).

 

2014 წელს ქვეყანაში განხორციელდა 793.2 მლნ.კვტ.საათი ელ.ენერგიის იმპორტი, რაც აღემატება (63.8%; 309.1 მლნ.კვტ.საათი) 2013 წლის მაჩვენებელს. ელექტროენერგიის იმპორტი ძირითადად შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ხდება.

 

მიუხედავად უარყოფითი ენერგობალანსისა, საქართველო ელ.ენერგიის ექსპორტიორიც არის. 2014 წელს ელ.ენერგიის ექსპორტმა 545 მლნ.კვტ.საათი შეადგინა. ექსპორტი ძირითადად გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება.

 

საბალანსო ელექტრო ენერგიის (20% მთლიანი ელექტრო ენერგიის) საშუალო შეწონილი ფასი სეზონურია, თუმცა ეს მომხმარებულის ფასზე არ აისახება. თებერვალი-ივნისის პერიოდში მცირდება, ხოლო ივლისიდან იზრდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში საბალანსო ელ.ენერგიის ყველაზე მაღალი ფასი 2015 წლის იანავარში დაფიქსირდა (13.4 თეთრი. კვტ. სთ), რაც ამ პერიოდში ლარის გაუფასურებით და რუსეთიდან იმპორტირებულ ელექტროენერგიაზე ფასის გაზრდით აიხსნება.

 

 თბო და ჰიდრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელ.ენერგია, 2011-14  

ელექტროენერგიის მოხმარება, 2011-14

მესამე

წყარო: ესკო

 

14

 წყარო: ესკო

2014 წელს ქვეყანაში წარმოებული ელ.ენერგიის მოცულობა 10 153.6 მლნ.კვტ.სთ-ია. მათ შორის წარმოების 81% (8 221. მლნ. კვტ. სთ) ჰიდრო სადგურებზე, ხოლო 19% (1 932.5 მლნ. კვტ. სთ) თბოსადგურებზე მოდის.

 

2014 წელს ჰიდრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელ.ენერგიის მოცულობა გაზრდილია (0.7%; 57.7 მლნ.კვტ.საათი) 2013 წელთან შედარებით, თუმცა წილი მთლიან გამოშვებაში შემცირებულია (1.8 პროცენტული პუნქტით).

 

2014 წელს ასევე გაზრდილია თბო სადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიაც (13.9%; 235.4 მლნ.კვტ.სთ).

 

2014 წელს მოხმარებული ელ.ენერგიის მოცულობა 10 170 მლნ. კვტ. სთ-ია. მათ შორის, 68.5% სადისტრიბუციო კომპანიებზე, 15.4% პირდაპირ მომხმარებლებზე (ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ; საქართველოს რკინიგზა; ჯორჯიან მანგანეზი; რუსთავის წყალი; ჯეოფერომეტალი), ხოლო დარჩენილი 16.1% აფხაზეთზე მოდის.

 

2014 წელს გაზრდილია როგორც სადისტრიბუციო კომპანიების (6.8%; 442.3 მლნ.კვტ.სთ), ასევე პირდაპირი მომხმარებლებისა (0.3%; 4.3 მლნ.კვტ.სთ) და აფხაზეთის (2.1%; 33.4 მლნ.კვტ.სთ) მიერ მოხმარებული ელ.ენერგიის მოცულობა.

 

ელექტროენერგიის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით, 2014   ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით, 2014 

15

წყარო: ესკო

 

16

წყარო: ესკო

 

2014 წელს საქართველოდან ელექტროენერგიის მთლიანი ექსპორტის (პირდაპირი ექსპორტი + ტრანზიტი) მოცულობა 545 მლნ.კვტ საათია. ექპორტის 26.5% რუსეთზე, 23.3% სომხეთზე, 1.3% აზერბაიჯანზე და 48.9% თურქეთზე მოდის. მათ შორის 9.7% ტრანზიტული ექსპორტია.

 

2014 წელს მნიშვნელოვნადაა შემცირებულია ექსპორტი რუსეთში (-56.8%; -210.6 მლნ.კვტ.სთ), თუმცა გაზრდილია სომხეთში (91.9%; 67.2 მლნ.კვტ.სთ),აზერბაიჯანსა (21.0%; 1.4 მლნ.კვტ.საათი) და თურქეთში (290.0 მლნ.კვტ.სთ), საიდანაც 236.5 მლნ.კვტ.სთ პირდაპირი ექსპორტია, ხოლო 58.5 მლნ.კვტ.სთ რეექსპორტი, ტრანზიტი თურქეთში).

 

2014 წელს ელექტროენერგიის მთლიანი იმპორტის მოცულობა (იმპორტი + ტრანზიტი) 793.3 მლნ. კვტ. საათს შეადგენს, რომლის 73.7% რუსეთზე (საიდანაც 71.4% პირდაპირი იმპორტია, ხოლო 2.3% ტრანზიტი), 21.6% აზერბაიჯანზე, ხოლო 4.5% სომხეთზე (ტრანზიტი) მოდის.

 

2014 წელს გაზრდილია იმპორტი როგორც რუსეთიდან (36.4%; 167.6 მლნ.კვტ.საათი), ასევე აზერბაიჯანიდან (7 ჯერ; 160.6 მლნ. კვტ. სთ).

 

 ენერგეტიკაში შექმნილი დამატებული ღირებულება და წილი მშპ-ში, 2007-2014   პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ენერგეტიკაში, 2007-2014

17

წყარო: საქსტატი

 

18

 წყარო: საქსტატი

 

2014 წლის საპროგნოზო მონაცემებზე დაყრდნობით, ენერგეტიკის დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება გაზრდილია (5.2%; 36.7 მლნ.ლარი) 2013 წელთან შედარებით და 736.5 მლნ.ლარს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებლის წილი მშპ-ს მიმართ კვლავ 3%-ია.

 

2014 წლის პირველ სამ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ენერგეტიკაში 92.9 მლნ.დოლარია, რაც მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება (-52.9%; -104.1 მლნ.დოლარი) 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს. აღნიშნულ პერიოდში ენერგეტიკაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 10.0%-ია.

 

   

 

 

 

 

5602

 

FooterIMG 

 

Developed by LLC FENOM