Logo pmcg

გამოცემა 43: რეალური მშპ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2014

14-Apr-2015
მშპ და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2014
გამოცემა  #43 / 14.04.2015

2015 წლის იანვარში, წინასწარი შეფასებით, მშპ-ს რეალური ზრდის მაჩვენებელი 0.5%, ხოლო თებერვალში 4.9%-ია.

 

2014 წელს ეკონომიკის რეალური ზრდა 4.8% იყო, რაც 1.5 % პუნქტით აღემატება 2013 წლის შესაბამის მაჩვენებელს (3.3%).

 

2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც მნიშვნელოვნად გაიზარდა (35.1%) 2013 წელთან შედარებით.

 

მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურა, 2014   რეალური მშპ-სა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა, 2011-2014

1

წყარო: საქსტატი

 

 2

წყარო: საქსტატი

2014 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში ყველაზე დიდი წილი ჰქონდათ ვაჭრობის (17.4%), მრეწველობის (17.1%), ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის (10.5%), სახელმწიფო მმართველობისა (9.9%) და სოფლის მეურნეობის (9.2%) სექტორებს. აღნიშნულ პერიოდში მშპ-ს სტრუქტურა 2013 წელთან შედარებით მნიშნელოვნად არ შეცვლილა.

 

2014 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8% -ით გაიზარდა, რაც აღემატება (1.5% პუნქტით) 2013 წლის შესამაბის მაჩვენებელს.

 

2014 წლის I კვარტალში საკმაოდ მაღალი ზრდა იყო (7.2%), ხოლო მომდევნო კვარტლებში რეალური მშპ-ს ზრდა შენელდა. 2014 წლის IV კვარტალში ეკონომიკა მხოლოდ 1.8%-ით გაიზარდა.


2014 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 35.1%-ით გაიზარდა 2013 წელთან შედარებით და 1272.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანად გაიზარდა მესამე (99.16%) და მეოთხე (54%) კვარტლებში.

 

ინვესტიციები ქვეყნების მიხედვით, 2014   ინვესტიციები სექტორების მიხედვით, 2014

3

 

წყარო: საქსტატი

 

sectors

 

წყარო: საქსტატი

2014 წელს უმსხვილეს ინვესტორთა ხუთეულს ქვეყნების მიხედვით წარმოადგენს: ნიდერლანდები (26%), აზერბაიჯანი (24%), ჩინეთი (15%), გაერთიანებული სამეფო (9%) და ლუქსემბურგი (7%). აღნიშნული სტრუქტურა განსხვავდება 2013 წლის ანალოგიური მაჩვენებლისგან: ნიდერლანდები (16%), ლუქსემბურგი (15%), ჩინეთი (10%), აზერბაიჯანი (8.7%) და არაბეთის გაერთიანებული ემირატები (7%).

 

2014 წელს ყველაზე მსხვილი ინვესტიციები განხორციელდა შემდეგ სექტორებში: ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (27%), მშენებლობა (23%) და დამამუშავებელი მრეწველობა (14%). ხოლო 2013 წელს უცხოური ინვესტორებისათვის ყველაზე მიმზიდველი სექტორები იყო: ენერგეტიკა (26%), საფინანსო საქმიანობა (18%) და ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (17%).

 

ასევე საინტერესოა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74% ქ.თბილისზე მოდის, ხოლო ინვესტორებისათვის მეორე ყველაზე მიმზიდველი რეგიონი აჭარაა (9%).

  
    მშენებლობის სექტორის რეალური ზრდა და ამ სექტორში ინვესტიციების მოცულობა, 2012-14

 

2014 წელს მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი (13.5%).

ზრდა აღინიშნა ოთხივე კვარტალში, კერძოდ: პირველში - 12.6%, მეორეში - 17.9%, მესამეში - 17.8% და მეოთხეში - 3.1%. მეოთხე კვარტალში ზრდის ტემპის შენელება შეიძლება სეზონურ ფაქტორებს უკავშირდებოდეს, აგრეთვე ლარის კურსის რყევებს.

შესაბამისად, 2014 წელს მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (6-ჯერ) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა მშენებლობის დარგში და შეადგენს 295 მლნ. აშშ დოლარს. ასეთი დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მშენებლობის სექტორში აქამდე არ დაფიქსირებულა. 

მშენებლობის დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე აღნიშნული ინვესტიციების შემოდინება გავლენას მოახდენს მომავალ პერიოდებშიც მშენებლობის გააქტიურებაზე.

 

construction

წყარო: საქსტატი

მრეწველობის სექტორის რეალური ზრდა და ამ სექტორში ინვესტიციების მოცულობა, 2012-14    

6

წყარო: საქსტატი

 



2014 წელს მრეწველობის სექტორში მხოლოდ 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია მეოთხე კვარტალში მრეწველობის შემცირებით (-5%). აღსანიშნავია, რომ I (7%), II (4%) და III (5%) კვარტლებში ეს სექტორი სტაბილურად იზრდებოდა.

 

აღნიშნულ პერიოდში მრეწველობის სექტორში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით გაიზარდა და 222.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა. I (92%;), II (89%) და III (2.7-ჯერ) კვარტლებში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა აღემატება, ხოლო IV კვარტლში ჩამოუვარდება (-34%) 2013 წლის შესაბამისი პერიოდების მაჩვენებელებს.

 

 

 

 

    ვაჭრობის სექტორის რეალური ზრდა, 2012-14



2014 წელს ვაჭრობა გაზრდილია (6.1%) 2013 წელთან შედარებით. აღნიშნული გამოწვეულია უმეტესად პირველ კვარტალში 12.8%-იანი ზრდით. მომდევნო კვარტლებში ვაჭრობის მოცულობა გაზრდილია, თუმცა ზრდის ტემპი შენელებულია, კერძოდ, მეორე კვარტალში - 6.0%, მესამე კვარტალში - 5.5% და მეოთხე კვარტალში - 1.8%.

 

საინტერესოა აგრეთვე ვაჭრობის დარგში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც, თუმცა, აღნიშნული ინდიკატორი ცალკე არ აღირიცხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ.

 

7

წყარო: საქსტატი


8

 

FooterIMG 

 

 

Developed by LLC FENOM